კომპანია Aeroporti di Roma–მ, 2033 წელს იესო ქრისტეს აღდგომის 2000 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლეონარდო და ვინჩის სახელობის რომის ფიუმიჩინოს აეროპორტის მასშტაბური მოდერნიზაცია გამოაცხადა, რათა მომლოცველთა კოლოსალურ ნაკადს გაუმკლავდეს.
გადაწყვეტილება რეკორდული დატვირთვის ფონზე მიიღეს: ტიპურმა საიუბილეო წელმა რომში 33,4 მილიონი მორწმუნე მიიზიდა, რამაც ამოწურა აეროპორტის ამჟამინდელი რესურსები.
9 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი მთლიანად დაფინანსდება აეროპორტის ოპერატორის საკუთარი სახსრებიდან, გადასახადის გადამხდელთა შენატანების გარეშე. 5 მილიარდი ევრო გამოყენებული იქნება ახალი ობიექტების მშენებლობისთვის, ხოლო 4 მილიარდი ევრო არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის.
პროექტი აეროპორტის გამტარუნარიანობას გააორმაგებს და 2046 წლისთვის წელიწადში 100 მილიონ მგზავრს მოემსახურება.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე