ინდოეთში სამომხმარებლო ფასები ივლისში წინა წელთან შედარებით 4.45%-ით გაიზარდა, რაც 2024 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმალური ტემპია, განაცხადა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურმა.
ინფლაცია ზედიზედ მეცხრე თვეა დაჩქარდა. ივნისში ინფლაცია 4.38%-ს შეადგენდა. Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ინფლაცია 4.5%-მდე დაჩქარდებოდა.
გასულ თვეში სურსათის ფასები 5.52%-ით გაიზარდა, სატრანსპორტო მომსახურება 4.43%-ით, ხოლო საბინაო და კომუნალური მომსახურება 2.16%-ით.
ინდოეთში სამომხმარებლო ფასები ივლისში წინა თვესთან შედარებით 0.88%-ით გაიზარდა. ივნისში ზრდამ 1.03% შეადგინა.