საქართველოდან ახალგაზრდული დელეგაცია ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდულ ფორუმზე დასასწრებად ჩავიდა - ინფორმაციას Telegram-არხი "მსოფლიო პოლიტიკა" ავრცელებს.

მავე ინფორმაციით, საქართველოდან და რუსეთის სხვა რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილს - უძველეს თაბა-იერდის ტაძარს - და 1994 წელს „მეგობრობის გზის“ მშენებლობაზე დაღუპული ქართველი მშენებლების მემორიალს ეწვივნენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორუმი ხელს შეუწყობს ჩვენი ერების ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებისა და კავშირების დამყარებას, რათა მათ შეძლონ საინტერესო და ამბიციური ახალგაზრდული პროექტების განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებას“, - განაცხადა რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ.

ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმი 24- 25 ოქტომბერს, რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით იმართება და მას 100-მდე მონაწილე ჰყავს