2024 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 24,8%-ით შემცირდა და 278,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წლის აპრილში - 370,340 მლნ აშშ დოლარი იყო. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.

რაც შეეხება გადარიცხვებს, სებ-ის ინფორმაციით წელს აპრილში საქართველოდან 30,438 მლნ აშშ დოლარი გადარიცხა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 28,478 მლნ აშშ დოლარი.

2024 წლის აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა შემდეგი 10 ქვეყნიდან:

  • რუსეთის ფედერაცია - 49,129 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ - 46,308 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია - 45,803 მლნ აშშ დოლარი
  • საბერძნეთი - 21,913 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 20,710 მლნ აშშ დოლარი
  • ისრაელი - 19,894 მლნ აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 12,254 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი - 8,086 მლნ აშშ დოლარი
  • ესპანეთი - 5,605 მლნ აშ დოლარი
  • ყირგიზეთი - 5,523 მლნ აშშ დოლარი

bpn.ge