ევროკომისიამ ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, გაზაფხულზე გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილია და ის 7.3%-ს შეადგენს.

ახალი მაჩვენებლებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

ევროკომისიამ ასევე ზრდის მიმართულებით გადახედა მთლიანად ევროკავშირის მოსალოდნელ ეკონომიკურ ზრდას, რაც წელს 1.4 იქნება, ნაცვლად გაზაფხულზე პროგნოზირებული 1.1%-ისა.