მდგრადი განვითარების საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, 19 ნოემბერს სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში, „საერთაშორისო  ფორუმი მდგრადობაზე: ახალი ბიზნეს შესაძლებლობები“ გაიმართება.

ფორუმის მიზანია კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკრება, რათა განხილული იქნას მდგრადი განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები, ESG სტანდარტების დანერგვა და ბიზნესის როლი მწვანე ეკონომიკის განვითარებაში.

ფორუმის ორგანიზატორია მდგრადობის მეცნიერების აკადემია და ENVIROS Advisory. ფორუმი იმართება საქართველოს საბანკო ასოციაციასთან თანამშრომლობით და დღის წესრიგით გაწერილ საკითხებზე წარმოდგენილნი არიან ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში,  საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, საბანკო და ასევე საგანმანათლებლო სექტორი.

საბანკო სექტორი აქტიურად უჭერს მხარს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ ინიციატივებს. საქართველოს საბანკო ასოციაცია  ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს ESG და მდგრადი დაფინანსების განვითარებში, როგორც საქართველოში ასევე რეგიონში და გახლავთ აღნიშნული ფორუმის პარტნიორი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სამი ძირითადი პანელი:

  • პანელი I: განათლებისა და ტრენინგების როლი მდგრადობის მიღწევაში;
  • პანელი II: ბიზნეს კონსულტაციის მნიშვნელობა ESG მიზნების განხორციელებაში;
  • პანელი III: ბიზნეს ასოციაციების როლი მდგრადობის მიღწევაში.

ღონისძიების მეორე ნახევარში გაიმართება B2B შეხვედრები, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ ახალი პარტნიორული ურთიერთობები, განიხილონ თანამშრომლობის შესაძლებლობები ESG და მდგრადი დაფინანსების მიმართულებით.