GDP per capita-ს (მშპ ერთ სულ მოსახლეზე) მიხედვით, საქართველო 79-ე ადგილზეა. კვლევაში მონაწილეობას იღებდა 198 ქვეყანა. ამის შესახებ ინფორმაციას trading economics-ი ავრცელებს.

პირველ სამეულს ლუქსემბურგი, ირლანდია და სინგაპური იკავებენ. ბოლო პოზიციებზე კი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ბურუდი მოხვდნენ.

რაც შეეხება ვითარებას რეგიონში, შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართველო- 79-ე ადგილი

სომხეთი- 81-ე ადგილი

აზერბაიჯანი- 88-ე ადგილი

რუსეთი- 58-ე ადგილი

თურქეთი- 52-ე ადგილი