საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-ივნისში საქართველოში 3 616 ერთეული ელექტროძრავიანი მანქანა შემოვიდა. ავტომობილების ღირებულებამ 61.346 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის იგივე პერიოდში კი 1 922 ერთეული, ჯამში 38.286 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ელექტროძრავიანი მანქანა შემოვიდა. იმპორტი 88%-ით არის გაზრდილი. 

მიმდინარე წელს იმპორტის მაქსიმუმ დაფიქსირდა. გასულ წლების მონაცემები ასე გამოიყურება:

  • 2023 წელი - 877 ერთეული (25.120 მლნ აშშ დოლარი)
  • 2022 წელი - 427 ერთეული (9.717 მლნ აშშ დოლარი)
  • 2021 წელი - 150 ერთეული (2.856 მლნ აშშ დოლარი)
  • 2020 წელი - 214 ერთეული (3.439 მლნ აშშ დოლარი)
  • 2019 წელი - 645 ერთეული (5.885 მლნ აშშ დოლარი)
  • 2018 წელი - 464 ერთეული (3.018 მლნ აშშ დოლარი)
  • 2017 წელი - 188 ერთეული (1.291 მლნ აშშ დოლარი)

სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ყველაზე მეტი ელექტრომობილი შემოვიდა აშშ-დან, ჩინეთიდან და იაპონიიდან. 6 თვეში, ელექტრომობილების იმპორტიორი ქვეყნები ხუთეულია ასე გამოიყურება:

  • აშშ - 2 665 ერთეული (38.875 მლნ აშშ დოლარი)
  • ჩინეთი - 423 ერთეული (9.642 მლნ აშშ დოლარი)
  • იაპონია - 293 ერთეული ( 1.885 მლნ აშშ დოლარი)
  • გერმანია - 85 ერთეული (5.797 მლნ აშშ დოლარი)
  • ბელგია - 58 ერთეული (2.467 მლნ აშშ დოლარი)