2025 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის იმპორტი 122%-ით მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. იმპორტირებულ დენის თითქმის 60% რუსეთიდან იყო, რომელიც სრულად აფხაზეთმა მოიხმარა. ინფორმაციას Galt & Taggart აქვეყნებს.

Galt & Taggart-ის მიმოხილვაში წერია, რომ იმპორტის დანარჩენი ნაწილი შემოვიდა აზერბაიჯანიდან (ჯამური იმპორტის 34%) და სომხეთიდან (ჯამური იმპორტის 6.7%).

„ჯამურად, იმპორტულ ელექტროენერგიაში გადახდილმა თანხამ 23.5 მლნ დოლარი შეადგინა, ანუ კვტ.სთ-ზე საშუალოდ 1.9 ცენტი. დროებით ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონისთვის იმპორტი სპეციალურ ფასად, კვტ.სთ-ზე 0.1 ცენტად ხდება, რაც იმპორტის საშუალო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. აზერბაიჯანიდან იმპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 5.9 ცენტი, ხოლო სომხეთიდან იმპორტის 6.6 ცენტი იყო. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, აფხაზური მხარე თავად იხდის რუსეთიდან შესყიდული დენის საფასურს.

საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 1.5%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 5.9 ცენტი შეადგინა. თვიურ ჭრილში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი მერყეობდა კვტ.სთ-ზე 5.8-6 ცენტის ფარგლებში. საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა წლიურად 23.8%-ით გაიზარდა 1.4 ტვტ.სთ-მდე და ჯამური მიწოდების 37.1% შეადგინა. მოცულობის ზრდა გამოიწვია იმპორტის და PPA-იანი ჰიდროსადგურების გენერაციის გაზრდამ“, - წერია მიმოხილვაში.