საერთაშორისო სანქციების არმიერთების გამო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი შესაძლოა, დაასანქცირონ - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

გადაწყვეტილება, რომლითაც ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც საერთაშორისო სანქციების მიუხედავად როგორც საქართველოს მოქალაქეს ბანკის ანგარიშებზე წვდომა არ შეეზღუდა, არ იყო მის დასაცავად მიღებული.

ქადაგიძე ამბობს, რომ ეს განპირობებულია შიშით და თვითრეფლექსიით, რომ მალე გადაწყვეტილების მიმღებების სანქცირებაც მოხდება.

,,ეს გადაწყვეტილება იმ მთავარი შიშის გამოძახილია, რომელიც ამ ხალხს აწუხებს. მათ აწუხებთ საკუთარი ქონების დაცვა. მე ცოტა განსხვავებული პოზიცია მაქვს, არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მაინცდამაინც ოთარ ფარცხალაძის დასაცავადაა მიღებული. ეს გადაწყვეტილება რეფლექსიაა მათ მთავარ შიშზე, მათი პიროვნებები და ქონება იყოს დაცული, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ ვერავინ გაექცევა ამას. შარშანწინ, სიტყვა სანქციაზეც კი ეცინებოდათ, ახლა კი ვხედავთ, როგორ მივიწევთ ბელარუსად გაფორმებისკენ ყოველკვირეულად.

ქალბატონ თურნავას უნდა ესმოდეს, რომ ვისაც მსგავსი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, არიან სანქცირებული. იქნება ეს ბელარუსში, რუსეთში, ირანში, ჩრდილოეთ კორეაში... ისიც ამ რიგში დადგება. სამწუხაროა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო დადგება იმ ქვეყნების რიგში, რომლის ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც სანქცირებულია. ახლა, ამაზე კი არა, მილიარდობით ინვესტიციაზე უნდა ვსაუბრობდეთ, რომელიც მზად არის შემოვიდეს ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც შუა კორიდორშია და ამ ლოჯისტიკურ ჯაჭვში მიიღებს მონაწილეობას რუსეთის გვერდის ავლით ევროპიდან ჩინეთში და უკან ტვირთების გადაზიდვისთვის. ახლა კი, ამ პროექტების ნაცვლად ვსაუბრობთ იმაზე, რომ თურმე ნორმალურია, როცა ყველა ერთად მიდის ბანკიდან" - განაცხადა ქადაგიძემ.

Bpn.ge