2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბოსტნეულის იმპორტი 26%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, გასული წლის 11-თვეში ქვეყანაში იმპორტირებულია 77.979 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 61.751 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბოსტნეული.

აღსანიშნავია, რომ ბოსტნეულის იმპორტში უდიდესი წილი - 52.6% თურქეთზე მოდიოდა. კერძოდ, ამ ბაზრიდან 2025 წლის საანგარიშო პერიოდში 41.053 მლნ დოლარის ღირებულების ბოსტნეული ვიყიდეთ.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბოსტნეულის იმპორტი ძირითადად შემდეგი 5 ქვეყნიდან განხორციელდა:

თურქეთი - 41.053 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
უზბეკეთი - 10.339 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
აზერბაიჯანი - 5.899 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
ირანი - 4.967 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
ჩინეთი - 4.693 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.
ამასთანავე, 2025 წლის 11-თვეში იმპორტირებულ ბოსტნეულში უდიდესი წილი მოდიოდა პომიდორზე, ხახვსა და პარკოსან გამხმარ ბოსტნეულზე.

კერძოდ, ამ პერიოდში ქვეყანამ ბოსტნეულის შემდეგი 10 ძირითადი სახეობა შეიძინა:

პომიდორი - 17.037 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
ხახვი, პრასი, ნიორი - 16.071 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
გამხმარი პარკოსანი ბოსტნეული - 12.322 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
სხვა ყველა ბოსტნეული ჯამურად - 11.571 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
კიტრი - 8.478 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
კარტოფილი - 4.410 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
სტაფილო, თალგამი, ჭარხალი - 2.271 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
სალათა და ვარდკაჭაჭა - 1.734 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
კომბოსტო, კოლრაბი, ბროკოლი - 1.614 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
გაყინული ბოსტნეული - 1.366 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი