ბოლო ერთ თვეში საქართველოში ბენზინი საშუალოდ  20 თეთრით, დიზელი კი 42 თეთრით გაძვირდა. ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასების მატება მარტიდან დაიწყო და ორთვიან პერიოდში ყველაზე მეტად დიზელის მარკის საწვავის ღირებულებაა მომატებული. ბოლო მონაცემებით, დიზელის ფასი 4.39 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ბენზინს, ყველაზე ხშირად მოხმარებადი -  რეგულარის მარკის ბენზინის ღირებულება 3.63 ლარია.

საქართველოში საწვავის ფასების მატება მარტიდან დაიწყო, ღირებულებაზე გავლენა ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ფონზე,  საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის გაძვირებამ მოახდინა.

გლობალურ ბაზრებზე ფასების მატება გრძელდება, "ბრესტის" ტიპის  ბარელი ნავთობის ღირებულება ამ ეტაპზე 107 დოლარს აჭარბებს. ღირებულება  ბოლო 24 საათში 3 პროცენტით არის მომატებული.

bp.ge