ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 15,61 ათასი ტონა, რაც 1,55 ათასი ტონით ანუ 11%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,06 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 3,35 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 2,98 ათასი ტონა (19,1%); გერმანია - 1,80 ათასი ტონა (11,5%), აზერბაიჯანი - 1,09 ტონა (7%);  და სხვ.

2023 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 81,8 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით ანუ 2,3%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (83,7 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში  საავიაციო ნავთის იმპორტის 40,7%  (33,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 28,2% (23,1 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 14,7% (12 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან,  8,3% (6,8 ათასი ტონა) - მალტიდან; 8,2% (6,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან.