საფონდო ბირჟის მსგავსად, უძრავი ქონების ბაზარიც ციკლურია – მეტად, ან ნაკლებად მომგებიანი პერიოდებით.
რეგულარული შემოსავლის გენერირებისთვის, გამოიყენეთ ის 4 ძირითადი სტრატეგია, რომელსაც გონიერი ინვესტორები – ყველა საბაზრო პირობებში ითვალისწინებენ.
- საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირება
უძრავ ქონებაში ინვესტირებას არაერთი სარგებელი აქვს, იქნება ეს უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტისგან (REIT) მიღებული დივიდენდური ანაზღაურება, საიჯარო, თუ აპარტამენტის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი.
სხვადასხვა ტიპის, ლოკაციის, კონცეფციისა და დანიშნულების უძრავ ქონებაში ინვესტირებით, ბაზრის არასტაბილურობის დროსაც, რისკების მინიმუმამდე დაყვანას და პორტფელის დაბალანსებას უზრუნველყოფთ.
- ინდუსტრიის ანალიზი და კომპეტენტური პარტნიორი
როგორც ყველა სხვა ტიპის ბაზარი, უძრავი ქონების ინდუსტრიაც ცვალებადი ფაქტორებით ხასიათდება.
გამოცდილი ინვესტორების პრაქტიკა ბაზრის ფლუქტუაციების მონიტორინგს, პოტენციური საფრთხეების ანალიზსა და საკუთრების ფასისა, თუ ქირავნობის ზრდის პერსპექტივების გათვალისწინებას მოიცავს.
ამასთანავე, არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპეტენტური პარტნიორის, თუ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის მოძიება, რათა ინვესტიცია სანდო საინვესტიციო პროდუქტში განახორციელოთ.
- ფოკუსირება განვითარებად ბაზრებზე
უძრავ ქონებაში ინვესტირებისას, აპრობირებული მეთოდია, სწრაფად განვითარებად, 4-სეზონურ კურორტულ რეგიონებსა, თუ ქალაქებში მდებარე საკუთრებაში ინვესტირება.
შედარებით დაბალი საფასო კატეგორიით (ინვესტირების საწყის ეტაპზე) განვითარებად ტურისტულ ლოკაციებზე განხორციელებული ინვესტიცია, უზრუნველყოფს ღირებულების ზრდის მაღალ დინამიკასა და საინვესტიციო კაპიტალის გრძელვადიანი პერიოდით შენარჩუნებას.
- სწორ დროს, სწორ ადგილზე
უძრავი ქონების ბაზარზე წარმატებული ინვესტიციის განსახორციელებლად, ერთ-ერთი გონივრული სტრატეგია, სწორი საინვესტიციო პერიოდის შერჩევაა.
ლოკალურ ბაზარზე, ყველაზე აქტიური საინვესტიციო და უძრავი ქონების სარეალიზაციო პერიოდი, როგორც წესი, საზაფხულო და საახალწლო სეზონებია.
სწორედ ამ პერიოდში, დეველოპერული კომპანიები აქტიურად აჟღერებენ განსაკუთრებულ შეთავაზებებს, ფასდაკლებებსა თუ გადახდის პირობებს, რაც მორიგ უნიკალურ შესაძლებლობად იქცევა მომგებიანი ინვესტიციის განსახორციელებლად.