ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტის პერიოდში) 958,947 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია.
გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებიც, 2025 წლის პირველ კვარტალში 1,314,828 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც +1.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2025 წლის I კვარტალში ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +72.9%); ინდოეთი (+27.7%); ჩინეთი (+40.1%); იორდანია (+44.7%), საუდის არაბეთი (+8.3%). ხოლო, ევროკავშირის ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ნიდერლანდებიდან +22.3%; სლოვაკეთი +19.9%; ჩეხეთიდან +16.9%; იტალია +10.1% და საბერძნეთი +9.7%.