რუსული სამთავრობო ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომი“ საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გაზარდეს.
გაზპრომის გამოქვეყნებულ მოკლე ანგარიშში ნათქვამია, რომ ყაზახეთისთვის, უზბეკეთისთვისა და ყირგიზეთისთვის მიწოდება 22.2%-ით გაიზარდა.
„გაზპრომი აგრძელებს უცხოეთში გაზის საიმედო მიწოდებას. 2025 წელს ექსპორტი გაიზარდა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. კერძოდ, კომპანიამ რუსული გაზის მიწოდება გაზარდა ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში 22.2%-ით, საქართველოში - 40.4%-ით“, - ნათქვამია გაზპრომის განცხადებაში.
განცხადებაში კომპანია არ ასახელებს ექსპორტირებული გაზის მოცულობას.