ავიაკომპანია Wizz Air-მა პირველად გადააჭარბა დღეში 1,000 რეისს თავის სამარშრუტო ქსელში. მეათასე რეისი დღეს ბაკაუდან ლონდონის ლუტონის მიმართულებით შესრულდება.
Wizz Air-ით დღეში 200,000-ზე მეტი მგზავრი დაფრინავს. კომპანიის ერთი თვითმფრინავი საშუალოდ ყოველ 90 წამში ერთხელ იწყებს აფრენას. Wizz Air-ის მარშრუტები 200-ზე მეტ აეროპორტს უკავშირდება 50-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია 800-ზე მეტ მარშრუტს ახორციელებს.
ავიაპარკს და 2028 წლისთვის გეგმავს სრულად Airbus A321neo ტიპის ფლოტზე გადასვლას. ახალი თაობის ეს თვითმფრინავები უზრუნველყოფს: 50%-ით ხმაურის შემცირებას; 20%-ით ნაკლები საწვავის მოხმარებას; 50%-ით შემცირებულ აზოტის ოქსიდის ემისიებს წინა თაობის მოდელებთან შედარებით.
,,ეს მნიშვნელოვანი ეტაპი სრულად ეხმიანება Wizz Air-ის W500 ხედვას, რომლის მიზანია ფლოტის გაფართოება 500 თვითმფრინავამდე, დაბალბიუჯეტიანი ტარიფების შენარჩუნება, ემისიების შემცირება და გლობალური მასშტაბის გაფართოება. W500 ხედვა ასახავს Wizz Air-ის მისწრაფებას გახდეს მომავლის DC1-Internal Data ყველაზე ეფექტური და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია, რომელიც არა მხოლოდ ტრანსფორმაციას ახდენს მოგზაურობის სფეროში, არამედ აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებასაც.“- აცხადებენ ავიაკომპანიაში.