Wendy’s®, ლეგენდარული ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ბრენდი, საქართველოში ქსელის განვითარებას განაგრძობს და დედაქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, მორიგ ფლაგმან ობიექტს ხსნის. ახალი რესტორანი გამოირჩევა უნიკალური დიზაინის კონცეფციით, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის თბილისის არქიტექტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ურბანულ გარემოს.
Wendy’s®-ის ახალ რესტორანთან ერთად განთავსებულია Dunkin’-ისა და Subway-ის რესტორნებიც, რაც სტუმრებს ერთ სივრცეში სთავაზობს უგემრიელესი ამერიკული მენიუების ყველაზე დიდ არჩევანს.
„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ამერიკული კულტურის გავრცელებასა და დამკვიდრებაზე 2013 წლიდან ზრუნავს. დღეს Wendy’s® საქართველო ქსელისა და გაყიდვების ზრდის ტემპით ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. Wendy’s®, Dunkin’-ისა და Subway-ის ლეგენდარული ბრენდების ქვეშ გაერთიანებული 130-მდე რესტორნით, „ვისოლ ჯგუფი“ ქვეყნის სარესტორნო ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეა. თავისუფლების მოედანზე გახსნილი ახალი რესტორანი მხოლოდ თავშეყრისა და კვების სივრცე კი არ არის — ეს არის Wendy’s®-ის ღირებულებების ზეიმი და თბილისის თანამედროვე ცხოვრების სტილის ნათელი ანარეკლი“, — განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
Wendy’s®-ის განახლებული საფასო პოლიტიკა ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის გაუყინავი ხორცისგან, ცოცხალი ბოსტნეულისგან და მცენარეული ხორცისგან დამზადებულ „ყველაზე მაგარ ბურგერებს“. განახლებული მობილური აპლიკაცია კი, რომელიც Wendy’s®-თან ერთად, Dunkin’-ისა და Subway-ის მომხმარებლებს სასიამოვნო გამოცდილებას, ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და წინასწარი შეკვეთის მარტივ სისტემას სთავაზობს, ლოიალურ მომხმარებელთა რიცხვს დღითიდღე ზრდის.
გახსნის საზეიმო ღონისძიებას Wendy’s®-ის საერთაშორისო დელეგაციის წევრები:
APMEA და ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი კრის კონვეი და საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერი სოფო ჩოგოვაძე დაესწრნენ.
ახალი რესტორნის გახსნის ცერემონიალზე Wendy’s®-ის საქართველოს რესტორნების 2025 წლის საუკეთესო მენეჯერებიც გამოავლინეს. ცენტრალური ავტომაგისტრალის არგვეთასა და თერჯოლას მონაკვეთზე, დასვენებისა და მომსახურების კომპლექსებში განთავსებული Wendy’s®-ის რესტორნების მენეჯერები - თამარ თორაძე და ბესიკ კალანდაძე მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი დონის, სწრაფი მომსახურების, გუნდის მართვის გამორჩეული უნარების, საკვების ხარისხისა და უსაფრთხოების, ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვისა და მომხმარებლის გამორჩეული ლოიალობისთვის დააჯილდოვეს. გამარჯვებული მენეჯერები დუბაიში დაგეგმილ Wendy’s®-ის საერთაშორისო კონვენციას დაესწრებიან.
„ვისოლ ჯგუფმა“ Wendy’s®-ის ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში 2013 წელს დაიწყო. 2025 წლის ბოლომდე Wendy’s® საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე ახალ რესტორანს გახსნის. საქართველო 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს ვაშინგტონში გამართულ Wendy’s®-ის საერთაშორისო კონვენციაზე, რომელსაც კომპანიის აშშ-სა და 30 სხვა ქვეყნის ფრანჩიზების 2000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. შესაბამისად, რესტორნების ქსელის დინამიური განვითარებით, გაყიდვების რეკორდული ზრდით, სტუმრების ნაკადის მნიშვნელოვანი მატებით, სწრაფი მომსახურებითა და სურსათის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტებით საქართველოს Wendy’s® გამორჩეული ფრანჩიზაა ლეგენდარული ამერიკული ბრენდის მთელს სისტემაში.