საქართველოს მთავრობამ რთველის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც წელს რთველის სუბსიდირებისთვის 60 მლნ ლარს გამოიყოფა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ასიგნებათა ფარგლებში შპს მოსავლის მართვის კომპანიის ანგარიშზე სუბსიდიის სახით 60 000 000 ლარის მიმართვა მოხდება.

„დაევალოს სააგენტოს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „მევენახეობა მეღვინეობის განვითარების პროგრამის“ „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით ასიგნებათა ფარგლებში შპს მოსავლის მართვის კომპანიის ანგარიშზე სუბსიდიის სახით 60 000 000 (სამოცი მილიონი) ლარის მიმართვა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, 2026 წლის რთველის დროს, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი არ გამოხატავს ყურძნის შესყიდვის ინტერესს, სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ ყურძნის შესასყიდად განისაზღვრა შემდეგი ფასები: ,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული ყურძენი: შაქრიანობა აღემატება 20%-ს - 1,30 ლარი; შაქრიანობა 17%-დან-20%-მდე - 80 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს - 30 თეთრი; რაც შეეხება საფერავს: შაქრიანობა აღემატება 22%-ს - 1,50 ლარი, შაქრიანობა 17%-დან - 22%-მდე - 90 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს - 30 თეთრი.