„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს“ - ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბელორუსის, გერმანიის, ეგვიპტის, ზიმბაბვეს, თურქეთის, თურქმენეთის, იემენის, ინდოეთის, კონგოს, ნიგერიის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის - ჯამში 78 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“ - ნათქვამია ინფორმაციაში.