დეველოპერულმა კომპანიამთეთრი კვადრატიბიქეი ჰოლდინგისშემადგენლობაში შედის და უკვე თითქმის 6 წელია  ბაზარზე დამოუკიდებლად ოპერირებს.

კომპანიის პორტფელი ამჟამად 14 პროექტს მოიცავს. მშენებლობის პროცესს უზრუნველყოფს ამავე ჯგუფში შემავალი, 30-წლიანი გამოცდილების მქონე ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია – „ბიქეი ქონსთრაქშენი“.

პროექტების განვითარების მიზნით, წამყვანმა დეველოპერულმა კომპანიამ 8 მილიონი აშშდოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი საქართველოს ბანკისგან მოიზიდა.

მოზიდული ფინანსური რესურსი უზრუნველყოფს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების სტაბილურ და უწყვეტ განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს კომპანიის პოზიციებს ბაზარზე.

თეთრი კვადრატიგამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით და ქმნის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნება და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის დროული მიწოდება.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ნატროშვილმა აღნიშნა, საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა მსგავსი მასშტაბის დეველოპერული პროექტებისთვის და ხელს შეუწყობს მშენებლობის პროცესის ეფექტურად გაგრძელებას.