ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე Tegeta Truck & Bus-მა პრემიუმ კლასის სატვირთო ავტომობილი დაბიზნესმომხმარებლებისთვის განკუთვნილი სერვისები წარადგინა. ღონისძიება საქართველოში მეორედ გაიმართა და უკვე ჩამოყალიბდა რეგიონში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად, რომელიც ინდუსტრიის წამყვან კომპანიებს, ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს.
Tegeta Truck & Bus-მა წლევანდელ გამოფენაზე გერმანული MAN-ის ახალი თაობის TGX უნაგირა საწევარა წარადგინა, რომელიც ენერგოეფექტიანობით, უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებითა და მძღოლის კომფორტზე ორიენტირებული ტექნოლოგიებით გამოირჩევა. მოდელი დაახლოებით 8%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს, რაც ოპერაციული ხარჯებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას უწყობს ხელს. სატვირთო ავტომობილი აღჭურვილია მძღოლის დამხმარე სისტემებით, მათ შორის ზოლიდან გადასვლის კონტროლის შესაძლებლობით, ასევე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ტექნოლოგიებით. ეს შორ მანძილზე გადაადგილებისას, რისთვისაც ძირითადად მსგავსი ავტომობილი გამოიყენება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული ტექნიკისა დაავტობუსების მიმართულებისხელმძღვანელი: „ლოგისტიკისა დატრანსპორტის სექტორში სატვირთოავტომობილი მომხმარებლისთვის, პირველ რიგში, ბიზნესისინსტრუმენტია და არა უბრალოდგადაადგილების საშუალება. შესაბამისად, ჩვენი მიდგომაცმხოლოდ ტექნიკის რეალიზაციით არშემოიფარგლება – ვცდილობთ, შეთავაზება მომხმარებლისკონკრეტულ ბიზნესსაჭიროებებსმოვარგოთ. სწორედ ამიტომ პრემიუმბრენდებთან, როგორიცაა MAN დაRenault Trucks, ვთანამშრომლობთ დავპოზიციონირებთ, როგორცგრძელვადიანი ბიზნესპარტნიორი, რომელიც მომხმარებელს ტექნიკისსრული სიცოცხლის ციკლისგანმავლობაში უწევს მხარდაჭერას.
ტრანსპორტისა და ლოგისტიკისსაერთაშორისო გამოფენა ჩვენთვისმნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან აქ წარმოდგენილი არიანსწორედ ის კომპანიები, რომლებიცსატვირთო და სადისტრიბუციოტექნიკას ყოველდღიურადსაჭიროებენ. ეს გვაძლევსშესაძლებლობას, ჩვენი შეთავაზებები– იქნება ეს ახალი ანსერტიფიცირებული მეორადისატვირთოები, ტექნიკურიმომსახურება, ფინანსურიინსტრუმენტები თუ ავტოპარკისმართვის გადაწყვეტილებები – უშუალოდ მათ გავაცნოთ“.
გამოფენის ფარგლებში Tegeta Truck & Bus-ის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს კომპანიაში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ტექნიკისა თუ სერვისის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიაწოდეს. მათ შორის გააცნეს მეორადი პრემიუმ ტექნიკის პროგრამები – MAN TopUsed-სა და Renault Trucks-ის სერტიფიცირებული სატვირთოები, რომლებიც ავტორიზებულ სერვისცენტრებში სრულ შემოწმებას გადის.
ტექნიკის გაცნობის გარდა, Tegeta Truck & Bus-მა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ღონისძიების სტუმრებისთვის „თეგეტა ბიზნესის“ შეთავაზებების, მათ შორის Fleet Management-ის სერვისის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. ჰოლდინგის ეს მიდგომა კორპორაციული მომხმარებლებისთვის ავტოპარკის სრული სიცოცხლის ციკლის მართვას გულისხმობს – ტრანსპორტის შერჩევიდან ტექნიკურ მომსახურებამდე, ოპერაციული ხარჯების ანალიზამდე და ეფექტიანობის მონიტორინგამდე.
ამ მოდელის ფარგლებში კომპანიებს შეუძლიათ, მიიღონ ავტოპარკის მართვის სრული სერვისი – ტექნიკის მიწოდება, რეგულარული მომსახურება, ექსპლუატაციის მონიტორინგი და ფინანსური ინსტრუმენტები, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს, ოპერაციული პროცესები უფრო ეფექტიანად დაგეგმოს და ძირითად საქმიანობას მეტი დრო და რესურსი მოახმაროს.
მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა, გასცნობოდა „თეგეტა ბიზნესის“ კიდევ ერთ შეთავაზებას - Price Per Kilometer. ეს არის ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის, რა დროსაც საბურავის ღირებულება ერთ კილომეტრზე გამოთვლით განისაზღვრება. საბურავის ფასი ავტომობილის გარბენზე ნაწილდება, რაც ცვეთის ეკონომიურად მართვის მოდელია და საოპერაციო ხარჯებისა და ხარისხის საუკეთესო ბალანსიცაა.
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც სატრანსპორტო ინდუსტრიის წარმომადგენლები ახალ ტექნოლოგიებსა და ბიზნესგადაწყვეტებს ეცნობიან. ღონისძიების მიზანი საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, პოტენციალის წარმოჩენაა, რაც ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნულ პროცესში აქტიურად არის ჩართული ამ სფეროში რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე – Tegeta Truck & Bus, რომელმა გამოფენაში მეორედ მიიღო მონაწილეობა და მსგავსი ინიციატივების ფარგლებში თანამშრომლობის სურვილი სამომავლოდაც გამოთქვა.
--
საქართველოში გერმანულ ბრენდსMAN-ს „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Busწარმოადგენს. კომპანია ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს დამომხმარებელს სთავაზობსსატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა დაბუნებრივ აირზე მომუშავესპეციალური დანიშნულებისტექნიკის ფართო სპექტრს.