სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ჭიათურაში კვების ობიექტი „სამიკიტნო” (მის: ჭიათურის რაიონი, სოფ. კალაური, ინდმეწარმე ლ. მ.) გეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა: გამწოვი სისტემის გაუმართაობა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე  ცხოველის დაკვლა მიმდებარე ტერიტორიაზე.

გამოვლენილი დარღვევბის გამო, ბიზნესოპერატორი  დაჯარიმდა  და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი  მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს