სწორი ნაწლავის პროლაფსი დაწყებიდან საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს, ამიტომ პირველივე ნიშნებისთანავე საჭიროა პაციენტმა ექიმს მიმართოს - ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ნიუჰოსპიტალსის“ პროქტოლოგმა ლევან გულუამ განაცხადა.
მისი თქმით, პროლაფსის პრევენცია შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებით, კუჭნაწლავის ტრაქტის მოწესრიგებით და ვარჯიშით რათა ტონუსში გვქონდეს კუნთები.
„კომერსანტი“ ლევან გულუას სწორი ნაწლავის პროლაფსის სიმპტომებზე, დიაგნოსტირებასა და დაავადების პრევენციაზე ესაუბრა.
რა არის სწორი ნაწლავის პროლაფსი და როგორია მისი ძირითადი სიმპტომები?
სწორი ნაწლავის პროლაფი არის დაავადება როდესაც სწორი ნაწლავი სრულად ან ნაწილობრივ გამოდის ანალურ სფინქტერში. მისი სიმპტომებია სისხლდენა, ტკივილი, დისკომფორტი უკანა ტანის არეში და რაც ყველაზე საყურადღებოა მოცულობითი წარმონაქმნის შეგრძნება უკანა ტანის არეში.
რამდენად ხშირია ეს პრობლემა საქართველოში?
დაავადება ზოგადად როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში არც ისე ხშირია, 2,5 - 100000 მოსახლეზე, საქართველოში სამწუხაროდ ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს.
როგორ განსხვავდება სწორი ნაწლავის პროლაფსი სხვა ანალური ან რექტალური პრობლემებისგან, მაგალითად ჰემოროიდისგან?
ჰემოროიდისგან განსხვავებულია სიმტომატიკა ნაწლავის პროლაფისის დროს, თუ ჰემორის დროს არის მუდმივი დისკომფორტი, ტკივილი, სისლხდენა კუჭში გასვლის დროს, პროლაფსისთვის წამოყვან სიმპტომს ზეწოლისა და მოცულობითი წარმონაქმნის შეგრძნებაა უკანა ტანის არეში.
არის თუ არა ეს მხოლოდ ხანდაზმულთა დაავადება? ვისთვისაა განსაკუთრებით რისკის შემცველი?
დაავადება უფრო ხშირად ქალებში პროგრესირებს, ასაკში რა თქმა უნდა უფრო ხშირად გვხდება რადგან საკამაოდ დაკავშირებულია კუნთოვანი სისტემის მოდუნებასთან, თუმცა შესაძლებელია იყოს ახალგაზრდებშიც ან შუახნის ასაკის პაციენტებთან.
რა საწყისი სიმპტომების დროს უნდა მიმართოს პაციენტმა პროქტოლოგს?
პირველი შეგრძნება რომლითაც იწყება დაავადება არის ზეწოლის შეგრძნება უკანა ტანის არეში და გამოვარდინა დეფეკაციის დროს რომელიც ქრება წამოდგომის ან დაწოლის დროს. ჩივილები დინამიკაში დაავადების პროგრესირებასთან ერთად მატულობს.
რამდენად სწრაფად შეიძლება პრობლემა გაღრმავდეს, თუ არ ვუმკურნალებთ დროულად?
დაავადება დაწყებიდან საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს, ამიტომ პირველივე ნიშნებისთანავე საჭიროა პაციენტმა ექიმს მიმართოს.
როგორ დიაგნოსტირდება ნიუ ჰოსპიტალსში სწორი ნაწლავის პროლაფსი?
დიანოსტირების პირველი ეტაპი რა თქმა უნდა კონსულტაციაა, ხოლო შემდგომ საჭიროა კოლონოსკოპია, სწორი ნაწლავის კვლევა ბარიუმით რექტოსკოპია, მანომეტრია, კვლევა განისაზღვრება კონსულტაციის საფუძველზე, კლინიკაში ზემოთ აღნიშნული ნებისმიერი კვლევის ჩატარება შეგვიძლია.
არსებობს თუ არა ეფექტური არაქირურგიული მკურნალობის გზები საწყის სტადიებზე?
სამწუხაროდ დაავადების მკრუნალობა მხოლოდ ქირურგიული ჩარევას მოიცავს და მისი კონსერვატიული ან მედიკამენტოზური გზით ალაგება შეუძლებელია, თუმცა ნაადრევ სტადიაზე შესაძლებელი გამომწვემი მიზეზის აღმოფხვრით მდგომარეობის შემსუბუქება.
როდის არის აუცილებელი ქირურგიული ჩარევა და როგორ მიმდინარეობს ოპერაცია?
ქირურგიული ჩარევა საჭიროა დიაგნოსტირებისთანავე და მიდგომა სრულად განისაზღვრება პაციენტის ქრონიკული დაავადებებიდან და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია როგორც აბდომინალური მიდგომით ლაპარასკოპიულად გაკეთდეს ოპერაცია ასევე, რექტალური მიდგომით.
რამდენად დიდია განმეორების რისკი მკურნალობის შემდეგ?
რისკი დიდია მაშინ, თუ არ იქნება შენარჩუნებული და გათვალისწინებული მკურნალი ექიმის მიერ გაცემული რეკომენდციები.
როგორ მოქმედებს ეს მდგომარეობა პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ შორის სოციალურ ურთიერთობებზე, ფიზიკურ აქტივობაზე?
საკამოდ რთული დაავადებაა, რადგან მუდმივ დისკომფორტს უქმნის პაციენტს როგორც ყოველდღიურ საქმიანობაში ასევე ყოველდღიურ ურთიერთობაში.
შესაძლებელია თუ არა პროლაფსის პრევენცია და როგორ?
პრევენცია შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებით, კუჭნაწლავის ტრაქტის მოწესრიგებით და ვარჯიშით რათა ტონუსში გვქონდეს კუნთები.