„სტარბაქსის“ პირველი ობიექტი საქართველოში 13 ივლისს გაიხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„სტარბაქს“-ის პირველი ობიექტი თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.
ბრენდის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, რომელიც „სტარბაქს“-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.