„ნიუ ჰოსპიტალსში“ ლაბორატორიის სრული ტექნოლოგიური განახლება დასრულდა - მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავს დიაგნოსტიკური პროცესების სიზუსტის, სანდოობისა და პაციენტის უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფას.
განახლებული ინფრასტრუქტურა და სრულად ავტომატიზებული სამუშაო სისტემები ქმნის პირობებს, რომლის მეშვეობითაც ექიმებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სწრაფი და ზუსტი შედეგები, როგორც რთული კლინიკური შემთხვევების მართვისთვის, ისე ყოველდღიური კლინიკური გადაწყვეტილებებისათვის.
,,ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელის, თამარ თედიაშვილის ინფორმაციით „ნიუ ჰოსპიტალსი“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს, კლინიკაში მოქმედებს ხარისხის კონტროლის ყოველდღიური მექანიზმები და მედიცინის სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამები, რაც სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას და სტაბილურ შედეგიანობას უზრუნველყოფს.
- ⏺„ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიამ ახლახან მნიშვნელოვანი განახლების ეტაპი გაიარა. რას მოიცავს განახლება და რა ახალ შესაძლებლობებს აძლევს პაციენტებსა და ექიმებს?
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიამ გაიარა სრული ტექნოლოგიური და პროგრამული განახლების მნიშვნელოვანი ეტაპი.
აპარატურული განახლება მოიცავდა ლაბორატორიული აპარატების ჩანაცვლებას უახლესი თაობის აპარატურით; ამ ეტაპზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიაში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი აპარატურული ბრენდები, როგორიცაა: Roche, Sysmex, Stago, Radiometer, instrumental laboratory , Vitek, Alegria და ა. შ.
შიდა ლაბორატორიული პროგრამულ განახლება უზრუნველყოფს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, ზრდის კვლევის სიზუსტეს, ამცირებს კვლევის შედეგების მიწოდების დროს, ამარტივებს მონაცემთა მართვის, შედეგების დამუშავების და უსაფრთხოების პროცესს.
ეს ყველაფერი დიაგნოსტიკური პროცესების სიზუსტის, სანდოობისა და პაციენტის უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
განახლებული ინფრასტრუქტურა, სრულად ავტომატიზებული სამუშაო სისტემები ქმნის გარემოს, სადაც ექიმებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სწრაფი და ზუსტი შედეგები, როგორც რთული კლინიკური შემთხვევების მართვისთვის, ისე ყოველდღიური კლინიკური გადაწყვეტილებებისათვის.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მსოფლიოში აღიარებული წესებით, პროცედურებით და ხარისხის მოთხოვნებით მუშაობს. კლინიკაში მოქმედებს ხარისხის კონტროლის ყოველდღიური და ყოველთვიური გარე ხარისხს საკონტროლო პროგრამები, მუდმივად მიმდინარეობს პროცესების დოკუმენტირების მონიტორინგი. ეს ყველაფერი სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას და სტაბილური შედეგის გარანტიას უზრუნველყოფს.
- ⏺რა ფაქტორები ახდენს გავლენას ლაბორატორიული კვლევის ხარისხზე?
კვლევის შედეგების სიზუსტეს განსაზღვრავს ლაბორატორიული პროცესის ყველა ეტაპის ზედმიწევნითი სიზუსტით შესრულება :
- ⏺პრეანალიტიკური ეტაპზე მნიშვნელოვანია პაციენტის სწორად მომზადება კვლევისთვის, ნიმუშის აღების, ტრანსპორტირების, დამუშავების, შენახვის წესების ზუსტი დაცვა
- ⏺ანალიტიკური ფაზას ეკუთვნის მაღალი ხარისხის რეაგენტებით კვლევის წარმოება , ანალიზატორების მოვლის, კალიბრაციის პროცედურების და ხარისხის კონტროლის პროტოკოლების ზედმიწევნითი სიზუსტით შესრულება;
- ⏺პოსტანალიტიკა უკავშირდება გამოკვლევის შედეგების სწორი ინტერპრეტაციას, ანალიზს და დროულ მიწოდებას.
ხარისხის უზრუნველსაყოფად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სამედიცინო პერსონალის მიერ წინასწარ გაწერილი სტანდარტული სამუშაო პროცედურების და პროტოკოლების მაღალი სიზუსტით შესრულება.
ჩვენს კლინიკაში ხარისხზე უწყვეტად ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია ყოველდღიურად ზრუნავს, რომ თითოეულმა კვლევამ ზედმიწევნით ზუსტი და კლინიკურად საიმედო შედეგი უზრუნველყოს.
- ⏺რა წარმოადგენს კლინიკის ლაბორატორიული სერვისის დამატებით უპირატესობას?
კლინიკის უპირატესობაა უწყვეტი ლაბორატორიული მომსახურება კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში;
ყველა ლაბორატორიული კვლევა ერთ სივრცეში, რაც არის კომფორტი პაციენტისთვის დროის დაზოგვის კუთხით, ასევე ექიმისთვის კვლევის შედეგების ერთიან ფორმატში პროგრამულად გადაცემაში.
კვლევის შედეგების სისწრაფე და პაციენტისთვის მეილზე დაუყოვნებელი მიწოდების სერვისი
ნიუჰოსპიტალსის ლაბორატორიის ბინაზე გამოძახების უფასო სერვისი
კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიის ექიმები მზად არიან კვლევის შედეგებთან დაკავშირებით პაციენტს მიაწოდონ სრული ინფორმაცია.
- ⏺რომელი ლაბორატორიული სერვისებითაა წარმოდგენილი „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია?
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიაში ყველა სახის ლაბორატორიული სერვისია წარმოდგენილი: ბიოქიმია, იმუნოლოგია, კოაგულაცია, ჰემატოლოგია, კლინიკური და მიკროსკოპიული გამოკვლევები, ციტომორფოლოგიური და ბაქტერიოლოგიური მიმართულების კვლევები.
- ⏺რისთვის არის მნიშვნელოვანი ბაქტერიოლოგიური მიმართულების კვლევა და რა როლს ასრულებს სწორ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში?
ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, დღეს განსაკუთრებით, როდესაც მწვავედ დგას მთელს მსოფლიოში ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიების მდგრადობის ანუ რეზისტენტობის საკითხი, მას „ჩუმ პანდემიასაც“ უწოდებენ და რაც წლების მანძილზე ანტიბიოტიკების უკონტროლოდ მიღების შედეგია;
ბაქტერიოლოგიურ კვლევას აქვს შემდეგი ძირითადი მნიშვნელობა :
- ✔️კვლევის შედეგად ხდება ინფექციის წყაროს ზუსტი დადგენა, პათოგენური ბაქტერიის გამოვლენა, იდენტიფიკაცია
- ✔️ბაქტერიოლოგიური კვლევის ანტიბიოტიკოგრამა გვაძლევს ინფორმაციას რომელი მედიკამენტი მოქმედებს ეფექტურად კონკრეტულ ბაქტერიაზე, სწორი ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნა კი ზრდის თერაპიის ეფექტიანობას.
- ✔️ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის პრევენცია- იგულისხმება, როდესაც მკურნალობა მიზანმიმართულია, ბაქტერიებს ნაკლები შანსი აქვთ რეზისტენტობის ანუ მდგრადობის განვითარებისთვის. ბაქტერიოლოგიური კვლევა ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია ამ გლობალური საფრთხის შესამცირებლად.
- ✔️ინფექციების მძიმე ფორმების განვითარების, ანუ გართულებების რისკის შემცირება დროულად გამოვლენილი პათოგენის იდენტიფიკაციით მაგ სეფსის, პნევმონიის, შარდსასქესო სისტემის ინფექციები და სხვ.
- ✔️ბაქტერიოლოგიური კვლევა საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ ინფექციური დაავადების მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი
- ✔️ბაქტერიოლოგიური კვლევები გამოყენებულია გარემოს ბაქტერიოლოგიური კონტროლისთვის, რაც საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია.