ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტი მწვავედ, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში დგას, რა პრობლემის გადასაჭრელადაც უცხოეთიდან, კერძოდ ინდოეთიდან, მუშახელის შემოყვანას განიხილავს.
როგორც პაპაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, კვალიფიციური კადრების, მაგალითად, უცხოელი შეფმზარეულების დასაქმების კუთხით მის ბიზნესჯგუფს შეფერხება არ აქვს, თუმცა რთული ვითარებაა არაკვალიფიციური შრომითი ძალის მოძიების მხრივ.
„ვფიქრობთ, რომ ვიმუშაოთ მსხვილ HR კომპანიებთან, ინდოეთიდან. საუბარია არა პროფესიონალების, არამედ უბრალოდ მუშის შემოყვანაზე. შრომითი ძალა გვინდა. სოფლის მეურნეობაში ძალიან რთულია საპოვნელად იმ რაოდენობის ადამიანი, რაც დაგჭირდება. ჩემს მერძეულ ფერმაში დასაქმებას ვგულისხმობ, ასევე სახნავ-სათესი თემებია, სადაც ვფიქრობ, გაგვიჭირდება“, — აღნიშნავს ბიზნესმენი.
ვრცლად: bm.ge