შრომის ბაზრის მაჩვენებლები 2025 წლიდან არსებითად არ შეცვლილა, რაც განსხვავდება 2024 წლამდე არსებული თანმიმდევრული გაუმჯობესებისგან, - ამის შესახებ ევროკომისიის ახალ ანგარიშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, ეს მიუთითებს სამუშაო ადგილების შექმნის სუსტ ტემპზე, მიუხედავად ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა, ასევე არაფორმალური დასაქმების შენარჩუნებულ მაღალ დონეზე.

„2026 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა, უმუშევრობის დონე კი კვლავ მაღალი - 13.8% იყო.

შრომის ბაზარზე კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი სტრუქტურული სისუსტეები. მათ შორისაა სამუშაო ძალის უნარებისა და ბიზნესის მოთხოვნებს შორის შეუსაბამობა, ასევე ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალი დონე.

თუმცა, პროფესიული განათლებისა და დასაქმების სერვისების მიმდინარე რეფორმის ფონზე, მოსალოდნელია, რომ შრომის ბაზრის მაჩვენებლები თანდათან გაუმჯობესდება“, - წერია ანგარიშში.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ 2025 წელს რეალური ხელფასების ზრდამ 6.7% შეადგინა, თუმცა 2026 წლის პირველ ნახევარში წლიურმა ზრდამ 3.1%-მდე იკლო. ეს მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკაში შრომის პროდუქტიულობის ზრდაზე დაბალი იყო.

ევროკომისიის პროგნოზით, 2027 და 2028 წლებშიც რეალური ხელფასების ზრდა ზომიერი იქნება.