„კომერსანტის თემის“ ეთერში კომპანია „ლესეს“ დამფუძნებელმა გიორგი ჩხაიძემ დანების შიდა წარმოების დინამიკა შეაფასა, მისი თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში სერიული წარმოება არ არსებობს და დანების მთავარი წყარო კვლავ იმპორტია, თუმცა შიდა წარმოება ეტაპობრივად მაინც იზრდება.

„დღესდღეობით დანების უმეტესი წილი იმპორტზე მოდის. თუმცა ბაზარი მზარდია და შესაბამისად, შიდა წარმოებაც ეტაპობრივად ვითარდება. სერიულ წარმოებაზე ჯერჯერობით ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა კერძოდ ხელოსნები აქტიურად ავითარებენ თავიანთ წარმოებას.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში იმართება თემატური შოუები, გამოფენები, რაც ასევე უწყობს ხელს ამ სფეროს განვითარებას ქვეყნის შიგნით. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება წარმოების პროცესში“,  - აცხადებს გიორგი ჩხაიძე.