"საქართველოს ფოსტა ქველმოქმედებისთვის “- აღნიშნული სახელწოდებით, საქართველოს ფოსტის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ფოსტისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მორიგი, ერთობლივი პროექტი. მიმდინარე ინიციატივა გახლავთ საქველმოქმედო მარკის გამოცემა სახელწოდებით "ივრის ზეგანზე არსებული ბიომრავალფეროვნება". ყოველი რეალიზებული მარკიდან, თითო ლარი, გადაირიცხება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქველმოქმედო ფონდში. მარკის ავტორი: გიორგი მამულაშვილი.
ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ და საზოგადოება ბუნების კონსერვაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მაჭარაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფოსტისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივად განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი შთამბეჭდავია. საქართველოს ფოსტა არის მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი ორგანიზაცია, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ქვეყნის მასშტაბით.