- პურისა და ღვინის 8 000-წლიანი ისტორია საქართველოში
საქართველო ნეოლითის პერიოდის პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელ ცენტრად მიიჩნევა.
შესაბამის სტატიას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი [PNAS] კვლევაზე დაყრდნობით აქვეყნებს.
საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი 8000 წლის არქეოლოგიური მასალის ახლად ჩატარებული მულტიდისციპლინური კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველო ხორბლის — Triticum aestivum — წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.
მეცნიერებმა დადასტურეს, რომ უძველესი ხორბლის ნაშთები აღმოჩნდა ორ კონკრეტულ არქეოლოგიურ ადგილას: გადაჭრილი გორა; შულავერის გორა.
გადაჭრილი გორას და შულავერის გორას არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა 1970-იან წლებში, მკვლევრების — ალექსანდრე ჯავახიშვილისა და თამაზ კიღურაძის — ხელმძღვანელობით დაიწყო. კვლევები 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგების მიერ განახლდა.
ძეგლებზე გამოვლენილია: ალიზის ნაგებობები; მდიდარი კერამიკული მასალა; ძვლოვანი არტეფაქტები.
აღნიშნული მასალა მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა განვითარებულ მიწათმოქმედებას ეწეოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იმავე ნამოსახლარებში დადასტურებულია უძველესი მეღვინეობის კვალი.
ეს აღმოჩენა 2017 წელს ასევე გამოქვეყნდა Proceedings of the National Academy of Sciences-ში და მან ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
ამგვარად, არსებული მონაცემების საფუძველზე, საქართველო მსოფლიოში პურისა და ღვინის კულტურის უძველესა კერაა.
ახალი აღმოჩენა ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან, მიწათმოქმედების განვითარების ცენტრს წარმოადგენდა და დღეისთვის ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც 8 000 წლის წინანდელი პურის და ღვინის კვალი დოკუმენტურად დადასტურდა.
დღემდე ითვლებოდა, რომ მნიშვნელოვანი მარცვლეული კულტურების პირველი კულტივაცია/დომესტიკაცია ახლო აღმოსავლეთში, “ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ სახელით ცნობილ ტერიტორიაზე (თანამედროვე ირანი, ერაყი, თურქეთი, სირია, პალესტინა) უნდა მომხდარიყო.
კვლევები აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასია ამ არეალის გაგრძელებას წარმოადგენს და სავარაუდოდ, საკვები მცენარეების სახეობების წარმოქმნის ასევე უძველესი ცენტრია.
ცნობისთვის, საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. სტატიაში წარმოდგენილი დასკვნები დიდწილად ეფუძნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოეთნობოტანიკოსის, პროფესორ ნანა რუსიშვილი მრავალწლოვან კვლევებს, რომელიც უკვე ხუთ ათწლეულზე მეტია, პალეობოტანიკურ მასალებს სწავლობს.
კვლევის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის — „ღვინისა და ვაზის კვლევა და პოპულარიზაცია“ — ფარგლებში, ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტორონტოს უნივერსიტეტის, ვაისმანის ინსტიტუტისა და საზოგადოება „ივერიას“ მიერ.
ახალი კვლევა ჟურნალმა მიმდინარე ნომრის ერთ-ერთ გამორჩეულ მასალად შეაფასა და ძირითად სტატიას დაურთო ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ანთროპოლოგიის სექციის ხელმძღვანელის, პროფესორ მელინდა ზედერის კომენტარი — „პური და ღვინო, კულინარიული შეხამების ისტორია.“
კომენტარში ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორისაქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი 8000 წლის არქეოლოგიური მასალის ახლად ჩატარებული მულტიდისციპლინური კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველო ხორბლის — Triticum aestivum — წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.
მეცნიერებმა დადასტურეს, რომ უძველესი ხორბლის ნაშთები აღმოჩნდა ორ კონკრეტულ არქეოლოგიურ ადგილას: გადაჭრილი გორა; შულავერის გორა. გადაჭრილი გორისა და შულავერის გორის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა 1970-იან წლებში, მკვლევრების — ალექსანდრე ჯავახიშვილისა და თამაზ კიღურაძის — ხელმძღვანელობით დაიწყო.
კვლევები 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგების მიერ განახლდა.
- ძეგლებზე გამოვლენილია: ალიზის ნაგებობები მდიდარი კერამიკული მასალა ძვლოვანი არტეფაქტები აღნიშნული მასალა მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა განვითარებულ მიწათმოქმედებას ეწეოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იმავე ნამოსახლარებში დადასტურებულია უძველესი მეღვინეობის კვალი.
აღნიშნული აღმოჩენა 2017 წელს ასევე გამოქვეყნდა Proceedings of the National Academy of Sciences-ში და ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამგვარად, არსებული მონაცემების საფუძველზე, საქართველო მსოფლიოში პურისა და ღვინის კულტურის უძველეს კერად მიიჩნევა.
ახალი აღმოჩენა ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან წარმოადგენდა მიწათმოქმედების განვითარების ცენტრს და დღეისთვის ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც დოკუმენტურად დადასტურდა 8 000 წლის წინანდელი პურის და ღვინის კვალი.
დღემდე ითვლებოდა, რომ მნიშვნელოვანი მარცვლეული კულტურების პირველი კულტივაცია/დომესტიკაცია ახლო აღმოსავლეთში, “ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ სახელით ცნობილ ტერიტორიაზე (თანამედროვე ირანი, ერაყი, თურქეთი, სირია, პალესტინა) უნდა მომხდარიყო.
კვლევები აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასია ამ არეალის გაგრძელებას წარმოადგენს და სავარაუდოდ, საკვები მცენარეების სახეობების წარმოქმნის ასევე უძველესი ცენტრია.
ცნობისთვის, საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. სტატიაში წარმოდგენილი დასკვნები დიდწილად ეფუძნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოეთნობოტანიკოსის, პროფესორ ნანა რუსიშვილი მრავალწლოვან კვლევებს, რომელიც უკვე ხუთ ათწლეულზე მეტია, პალეობოტანიკურ მასალებს სწავლობს.
კვლევის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის — „ღვინისა და ვაზის კვლევა და პოპულარიზაცია“ — ფარგლებში, ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტორონტოს უნივერსიტეტის, ვაისმანის ინსტიტუტისა და საზოგადოება „ივერიას“ მიერ.
ახალი კვლევა ჟურნალმა მიმდინარე ნომრის ერთ-ერთ გამორჩეულ მასალად შეაფასა და ძირითად სტატიას დაურთო ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ანთროპოლოგიის სექციის ხელმძღვანელის, პროფესორ მელინდა ზედერის კომენტარი — „პური და ღვინო, კულინარიული შეხამების ისტორია.“
კომენტარში ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან როლს ინოვაციური მიწათმოქმედების განვითარების გლობალურ პროცესებში.
აღსანიშნავია, რომ პურის ხორბალი (Triticum aestivum) დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ხორბლის სახეობაა და საერთო მოხმარების დაახლოებით 95%-ს შეადგენს.
წყარო: EuropeTime