საქართველო ადგილობრივი ყველის ფასის მიხედვით მსოფლიოს 57 ქვეყანას შორის 46-ე ადგილს იკავებს. Numbeo-ს მონაცემებით, საქართველოში 1 კგ ადგილობრივი ყველის საშუალო ფასი 8.60 დოლარს შეადგენს.
მეზობელი ქვეყნებიდან რეიტინგში რუსეთი და თურქეთი მოხვდნენ. რუსეთი 25-ე ადგილზეა, სადაც 1 კგ ყველის საშუალო ფასი 11.81 დოლარია, თურქეთი კი 38-ე პოზიციას იკავებს, 9.75 დოლარით.
Numbeo-ს მონაცემებით, ადგილობრივი ყველი ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია, სადაც 1 კგ-ის საშუალო ფასი 25.56 დოლარს შეადგენს.
ადგილობრივი ყველის ყველაზე მაღალი ფასის მქონე ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:
- შვეიცარია – 25.56 დოლარი;
- სინგაპური – 25.16 დოლარი;
- ჰონგ-კონგი – 22.04 დოლარი;
- ლუქსემბურგი – 20.47 დოლარი;
- საფრანგეთი – 19.51 დოლარი;
- ავსტრია – 18.29 დოლარი;
- ტაივანი – 18.00 დოლარი;
- ისრაელი – 17.60 დოლარი;
- იტალია – 17.03 დოლარი;
- ბელგია – 15.19 დოლარი.