შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „წითელი ხიდი“ და „სადახლო-საავტომობილო“ უცხო ქვეყნებიდან შემოსული სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.
უწყების ცნობით, ავტომობილებში ჯამში 24 300 კილოგრამი ხახვი და 36 407 კილოგრამი ატამი იყო განთავსებული.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, საკარანტინო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული შემოწმებისას, ატმისა და ხახვის დიდ ნაწილს ფიტოსანიტარიულ და სასურსათო მოთხოვნებთან შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა.
„საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.