თბილისში, რუსული Novikov Group-ი რესტორნების ქსელის „სიროვარნაიას“ ფილიალის გახსნას გეგმავს. რესტორანი თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ გაიხსნება.

კომპანიამ ვაკანსიები უკვე გამოაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ „თბილისში რესტორნის გახსნა მიმდინარე წლის ნოემბერში არის დაგეგმილი, რომლის სახელწოდებაც „Cheese Farm“ იქნება.”

Novikov Group-ის ცნობით, ქსელი 1991 წელს დაფუძნდა და მსოფლიოს მასშტაბით 265 რესტორანს, მათ შორის, ლონდონში, ლოს-ანჯელესში, მაიამიში, დუბაიში, სტამბულსა და სხვა ქალაქებში მართავს.

რესტორნების საერთაშორისო ბრენდი „ნოვიკოვი“, რომელიც დაფუძნებულია 1991 წელს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 265 რესტორანს მართავს. „ნოვიკოვის“ რესტორნები გახსნილია ისეთ მსხვილ ქალქებში, როგორიცაა ლონდონი, ლოს-ანჯელესი, მაიამი, დუბაი, სტამბული და სხვა. რესტორნების გარდა, ჯგუფს ასევე აქვს სარესტორნო საქმის სკოლა „ნოვიკოვ სფეისი“.

თბილისში რესტორნის გახსნა დაგეგმილია, მიმდინარე წლის ნოემბერში და მისი სახელწოდება იქნება „Cheese Farm“.

„ნოვიკოვის“ და მისი პარტნიორი ქართული კომპანიის ერთობლივი გადაწყვეტილებით თბილისის რესტორანი დაკომპლექტდება 100% ქართველი თანამშრომლებით. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი კადრების შერჩევა, რომლებიც გაივლიან 1 თვიან გადამზადებას „ნოვიკოვის სფეისში“. კადრების გადამზადებისთვის საჭირო ყველა ხარჯს დააფინანსებს თვად „Cheese Farm“-ის გუნდი“, - ნათქვამია ვაკანსიის აღწერაში.

ცნობისთვის, ბიზნესმენი არკადი ნოვიკოვი რუსეთის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინთან დაახლოებული პირია და მის ოჯახთან სკანდალური კორუფციული გარიგებებშიც არაერთხელ მოხვედრილა.