ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს. მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 5.67%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 102.50 გირვანქა სტერლინგია.  

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 9.76%-ით გაიზარდა . ბანკის ერთი აქცია 46.65 გირვანქა სტერლინგი ღირს. 

"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ღირებულება 2.56%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 34 გირვანქა სტერლინგი ღირს.  

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 5 მილიარდ გირვანქა სტერლინგია, "თიბისი ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 2.57 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება, "საქართველოს კაპიტალის”საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.58 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მაჩვენებლებს, ბოლო 6 თვეში "საქართველოს ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი 34.16%-ით გაიზარდა."თიბისი ბანკის ჯგუფის" აქციების ფასმა ბოლო 6 თვეში 1.86%-იანი ზრდა აჩვენა, "საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი ბოლო 6 თვეში 45.61%-ითაა გაზრდილი.

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Galt & taggart