ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს. მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 5.25%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 75.85 გირვანქა სტერლინგია. 

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 12.06%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 38.30 გირვანქა სტერლინგი ღირს. 

"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ღირებულება 3.28%-ით შემცირდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 25.05 გირვანქა სტერლინგი ღირს. 

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 3.72 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. "თიბისი ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.11 მილიარდ გირვანქა სტერლინგია, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია ამ დროისთვის 1.17 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება.

რაც შეეხება, ბოლო ექვსი თვის მონაცემებს, ბოლო 6 თვეში "საქართველოს ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი 19.73%-ით გაიზარდა, "თიბისი ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი ბოლო 6 თვეში 21.19%-ით შემცირდა, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი ბოლო 6 თვეში 39.63%-ითაა გაზრდილი.

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Gult & taggart