კი­დევ ერთი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი სა­ქარ­თვე­ლოს ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და ქვე­ყა­ნა­ში ცირ­კუ­ლა­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ - „თე­გე­ტა ჰოლ­დინგთან“და­კავ­ში­რე­ბულ­მა სა­ბუ­რა­ვე­ბის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბელ­მა კომ­პა­ნია RECSOL-მა 2026 წლის Altaris-ის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მდგრა­დო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე „სა­უ­კე­თე­სო მწვა­ნე ინი­ცი­ა­ტი­ვის“ ჯილ­დო მი­ი­ღო. თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მის­მა სა­წარ­მომ, რო­მელ­მაც ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის შე­მოდ­გო­მი­დან უნდა და­ი­წყოს, სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის მო­პო­ვე­ბა ამოქ­მე­დე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე შეძ­ლო, რაც კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს პრო­ექ­ტის მას­შტა­ბუ­რო­ბა­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბას.

შალ­ვა ახვლე­დი­ა­ნი, RECSOL-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი: „ეს ჯილ­დო არის აღი­ა­რე­ბა ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვის, შევ­ქმნათ მდგრა­დი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც გა­რე­მოს, ისე ეკო­ნო­მი­კას. RECSOL შე­იქ­მნა იმის­თვის, რომ გა­დაჭ­რი­ლი­ყო ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აწუ­ხებს. ჩვენ არა მხო­ლოდ აღ­მოვ­ფხვრით მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მოს­დაც­ვით საფრ­თხეს სა­ბუ­რა­ვე­ბის ბუ­ნე­ბა­ში დაგ­რო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­მედ ვქმნით ცირ­კუ­ლა­რულ მო­დელს, სა­დაც ნარ­ჩე­ნი გარ­და­იქ­მნე­ბა ღი­რე­ბულ რე­სურ­სად. Altaris-ის ჟი­უ­რიმ RECSOL-ს ჯილ­დო სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ა­ნი­ჭა. ეს არის „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ მდგრა­დო­ბის სტრა­ტე­გი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას მო­მა­ვალ­შიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებთ“.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ბუ­რა­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­მოწ­ვე­ვაა. ყო­ველ­წლი­უ­რად, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, მი­ლი­ო­ნო­ბით ტონა ნარ­ჩე­ნი სა­ბუ­რა­ვი გროვ­დე­ბა. ეს ნარ­ჩე­ნე­ბი ქი­მი­უ­რი დაშ­ლის შე­დე­გად ნი­ა­დაგ­სა და წყალს აბინ­ძუ­რებს, ხან­ძრის მა­ღალ რისკს ქმნის და სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბას უწყობს ხელს. მარ­თა­ლია, ამ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე სა­უ­ბა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ცირ­კუ­ლა­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კა აქამ­დე მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი კონ­ცეფ­ცია იყო. RECSOL-მა კი ეს ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლო­ბად აქ­ცია - სა­წარ­მოს ამოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად ნარ­ჩე­ნი სა­ბუ­რა­ვე­ბი, ბუ­ნე­ბა­ში მოხ­ვედ­რის ნაც­ვლად, კვლავ წარ­მო­ე­ბას და­უბ­რუნ­დე­ბა.

„RECSOL და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს CE და ISO სტან­დარ­ტებს, ანუ სრუ­ლად უპა­სუ­ხებს ევ­რო­კავ­ში­რის მო­თხოვ­ნებს. ჩვენ ყო­ველ­წლი­უ­რად 15-20 ათა­სი ტონა სა­ბუ­რა­ვის გა­და­მუ­შა­ვე­ბას ვგეგ­მავთ. ეს მო­ცუ­ლო­ბა კი საკ­მა­რი­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მოქ­მნი­ლი სა­ბუ­რა­ვის ნარ­ჩე­ნის სრუ­ლად ასათ­ვი­სებ­ლად. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მსგავ­სი ტი­პის ნარ­ჩე­ნე­ბი აღარ დაგ­როვ­დე­ბა და მისი გა­და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მათ შო­რის, ხელს შე­უ­წყობს გზე­ბის და­გე­ბი­სას რე­ზი­ნით მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ას­ფალ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას, რაც უფრო გამ­ძლე ტექ­ნო­ლო­გი­აა და ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

სა­ბუ­რა­ვე­ბის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­წარ­მოს შექ­მნით ჩვენ ვცვლით რე­ა­ლო­ბას და ვაძ­ლი­ე­რებთ ცირ­კუ­ლა­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს პრო­ექ­ტი ქმნის სის­ტე­მას, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, გავ­რცელ­დეს სხვა ნარ­ჩე­ნე­ბის ნა­კა­დებ­ზეც და გახ­დეს მა­გა­ლი­თი მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვის. გვსურს, და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ ცირ­კუ­ლა­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის პრინ­ცი­პე­ბის და­ნერგვა შე­საძ­ლე­ბე­ლია არა მხო­ლოდ დიდ ქვეყ­ნებ­ში, არა­მედ ჩვენს რე­ა­ლო­ბა­შიც - სა­ჭი­როა მხო­ლოდ ხედ­ვა, ინ­ვეს­ტი­ცია და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სის ნება. „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის­თვის“ მდგრა­დო­ბა არ არის ერთჯე­რა­დი ინი­ცი­ა­ტი­ვა, ის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც ქვეყ­ნის ეკო­ლო­გი­ურ უსაფრ­თხო­ე­ბას, ისე მის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას“, - აღ­ნიშ­ნავს შალ­ვა ახვლე­დი­ა­ნი.

Altaris-ის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მდგრა­დო­ბის ჯილ­დო აღი­ა­რებს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლურ, გა­ზომ­ვად და გრძელ­ვა­დი­ან შე­დე­გებს აღ­წე­ვენ მდგრა­დო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2026 წლის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი სწო­რედ იმ პრო­ექ­ტებ­ზე გა­კეთ­და, რომ­ლე­ბი­თაც სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. RECSOL კი სწო­რედ ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია.

--

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის” შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით „თე­გე­ტას” 28 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს. „თე­გე­ტა“ ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვე­ბი. „თე­გე­ტა” მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი”, 3 000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.