„ქეშბექის“ გაუქმებას და ნეტ-მოდელზე გადასვლას, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის საბოლოოდ უარყოფითი ეფექტი ექნება, - ამის შესახებ სადისტრიბუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგის“ დირექტორი ვახტანგ საძაგლიშვილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქეშბექების სისტემის გარეშე სადისტრიბუციო კომპანიები კარგავენ მარკეტინგულ ბერკეტებს.
„ქეშბექის გაუქმების შედეგი დისტრიბუტორებისთვის უარყოფითი იქნება. თუ გადავედით ნეტ-მოდელზე, ქსელი უკვე თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვეტს, რა ფასი დაადოს პროდუქტს, უნდა ძვირად გაყიდის, უნდა იაფად.
ქეშბექების სისტემის გარეშე სადისტრიბუციო კომპანიები კარგავენ მარკეტინგულ ბერკეტებს, რაც, საბოლოო ჯამში, გაყიდვებს შეგვიმცირებს.
ეს ყველაფერი შესაბამისად აისახება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე. დღეს ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პროდუქტი კონკრეტულ ფასად გაიყიდება, ნეტ-ურთიერთობის პირობებში კი ეს კონტროლი იკარგება“, - თქვა მან.