ნავთობის ფასების ზრდა ხუთშაბათს დღის განმავლობაში შენელდა: ბაზრის მონაწილეები აგრძელებენ სპარსეთის ყურის რეგიონში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს.

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის მაისის ფიუჩერსები 1.81 დოლარით (2.22%-ით) გაიზარდა და ბარელზე 83.21 დოლარი შეადგინა.

NYMEX ბირჟაზე WTI-ის აპრილის ფიუჩერსები 1.95 დოლარით (2.61%-ით) გაიზარდა და ბარელზე 76.61 დოლარი შეადგინა.

ვაჭრობის დროს Brent-ის კონტრაქტების ფასი ბარელზე 84.74 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო WTI-ის - 78.09 დოლარამდე.

ვრცლად interfax - ზე