ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს. მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:

2025 წელს ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა.

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 98.7%-ით გაიზარდა. ამ ეტაპისთვის საბაზრო კაპიტალიზაცია 4.48 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 29.5%-ით გაიზარდა. ამ მომენტისთვის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.21 მილიარდ გირვანქა სტერლინგია. 

"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ფასი 155.8%-ითაა გაზრდილი. ბოლო მონაცემებით, საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.41 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი ამ ეტაპისთვის ერთი აქციის ღირებულება 92.69 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, "თიბისი ბანკის ჯგუფის" ერთი აქცია 40.35 გირვანქა სტერლინგი ღირს, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” ერთი აქციის ფასი 30.85 გირვანქა სტერლინგს უტოლდება.

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Gult & taggart