"მეშინია, ფასები არ გაიქცეს" - პლასტიკის ბოთლებით სასმელების რეალიზაციის აკრძალვასთან დაკავშირებით აღნიშნავს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი.
მისი თქმით, უშუალოდ თავის ბიზნეს წარმოებაში ის ცდილობს მეტი აქცენტი შუშაზე გააკეთოს, თუმცა მიიჩნევს, რომ პლასტიკის აკრძალვა ფასების ზრდას გამოიწვევს.
"მე პირდაპირ არა მაქვს შეხება ამაში, მე როგორც ვიცი რძის პროდუქტებზე არ აკეთებენ აქცენტი კეთდება მხოლოდ მინერალურ და ჩვეულებრივი წყლის ჩამოსხმაზე და 1 ლიტრამდე იქნება ეს შეზღუდვა, მე როგორც ვიცი. ღრმად არ ვიცი ეს თემა, თუმცა პირადად ვფიქრობ, კარგია შუშაზე თუ გადავა, ჩემთვის პირადად მე ვცდილობ ყოველთვის, რომ შუშა ვიხმარო მაგრამ, რამდენად მოხერხდება...
[ფასებზე] რა თქმა უნდა პირდაპირ აისახება, ფასი მოემატება ამ შემთხვევაში. თუმცა ზოგიერთი ქვეყნის მაგალითზე დეგრადირებადი ანუ მწვანე ასე ვთქვათ, უფრო ადვილად გადასამუშავებელი თუ ორგანულად გადასამუშავებელი პეტი დაიშვას, როგორც ვთქვათ საფრანგეთშია.
მე არ ვიცი... ასეთი პრეცედენტი არ არის მსოფლიოში და ჩვენ მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც ექსპერიმენტი გავაკეთოთ და რადგან პატარა ქვეყანა ვართ გავრისკოთ, არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით... ცოტა 50/50-ზე ვარ ამ წუთს, მინდა, ჯანმრთელი [პროდუქტი] იყოს, თან მეშინია, ფასები არ გაიქცეს",- აღნიშნავს პაპაშვილი.
2027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება. გამონაკლისი ეხება წყლის მიმართულებით 3 ლიტრზე დიდ ბოთლებს, ხოლო გაზიანი გამაგრილებელი სასმელების მიმართულებით 20 ლიტრზე დიდ ბოთლებს. შესაბამისად, რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში ბაზრიდან გაქრება ფაქტობრივად ყველა დასახელების ადგილობრივი წარმოების თუ იმპორტირებული სასმელი, რომელიც დღეს პლასტიკის ბოთლებით იყიდება. საკანონმდებლო მაცნეზე შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
დაგეგმილ რეგულაციასთან დაკავშირებით შეშფოთება უკვე გამოთქვეს სასმელების უმსხვილესმა მწარმოებლებმა, მათ შორის პეპსიკო საქართველომ, წყალი მარგებელმა, ნატახტარმა (ეფეს საქართველო) და კოკა-კოლა ბოთლეს ჯორჯიას დამფუძენებლმა თემურ ჭყონიამ.
ამოქმედების შემთხვევაში საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება რომელიც PET-ის პლასტიკის ბოთლებს სრულად აკრძალავს.