დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების აღდგენა თანდათან მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც დღეს, დრონით თავდასხმის შედეგად გამოწვეული საწვავის ავზის ხანძრის გამო, ფრენები დროებით შეაჩერეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტის გამო არავინ დაშავებულა.

აღსანიშნავია, რომ ეს მესამე შეტევაა დუბაის აეროპორტზე მას შემდეგ, რაც ირანმა 28 თებერვალს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმები დაიწყო.

თეირანის მტკიცებით, დარტყმები რეგიონში აშშ-ის ყოფნის წინააღმდეგაა მიმართული.

Reuters-ი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ობიექტებია განთავსებული, ირანი რაკეტებსა და დრონებს ისეთი სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ იყენებს, როგორიცაა აეროპორტები, სასტუმროები და პორტები.

წყარო: ipn.ge