პროსტატის კიბო ისეთი დაავადებაა, რომელიც საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ეს ბიოლოგიური თავისებურებაა, ტკივილი და დისკომფორტი არ ახასიათებს. ყოველდღიური ცხოვრება არ იცვლება. ამის გამო სტატისტიკა ასეთია: გამოვლენილი შემთხვევების დიდი ნაწილი იმ სტადიაზე დიაგნოსტირდება, როცა მკურნალობა უკვე მნიშვნელოვნად რთულდება.

სინამდვილეში, პროსტატის კიბოს მკურნალობა ადრეულ სტადიაზე ბევრად მარტივი პროცესია.

ზუსტად ამიტომ, სკრინინგი, ანუ პრევენციული შემოწმება სიმპტომების გარეშეც, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხდება.

წლების განმავლობაში, პროსტატის კიბო (სიმსივნე) ორი ძირითადი ინსტრუმენტის გამოყენებით ვლინდებოდა – PSA ანალიზსა და ულტრაბგერით გამოკვლევას. ორივეს თავისი ადგილი ჰქონდა, მაგრამ საკუთარი შეზღუდვებიც.

ტრადიციული ულტრაბგერა ფართოდ გავრცელებული და ადვილად ხელმისაწვდომი მეთოდია, თუმცა საუკეთესო სამედიცინო აპარატურის შემთხვევაშიც კი, გამოვლენის სიზუსტე 70%-ს არ აღემატება. ეს ნიშნავს, რომ ყოველ მესამე შემთხვევაში სიმსივნე ვერ გამოჩნდება არა ექიმის შეცდომის, არამედ ტექნოლოგიის შეზღუდვის გამო.

МРТ, ანუ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, 91%-იანი სიზუსტით, უკეთესი შედეგია. მაგრამ პრაქტიკა სხვა სურათს გვიჩვენებს. კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისთვის ჩაკეტილ სივრცეში გამოკვლევა ხშირად მიუღებელია. ლოდინი, მაღალი ღირებულება, ყველა რეგიონში ხელმისაწვდომობის პრობლემა – ამ ყველაფრის გათვალისწინებით, МРТ მასობრივი სკრინინგის ინსტრუმენტი ვერ ხდება.

სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად შეიქმნა მესამე გზა.

მიკრო-ულტრაბგერა 29 MHz ახალი თაობის ტექნოლოგიაა. ის, ტრადიციულ ექოსკოპიასთან შედარებით, 300%-ით გაუმჯობესებულ გამოსახულებას იძლევა. პრაქტიკულ ენაზე ეს ნიშნავს, რომ სისტემა პროსტატის ჯირკვლის ქსოვილს უჯრედული დონის სტრუქტურით ასახავს და სიმსივნეს ამოიცნობს თმის სისქის ზომის კერამდეც.

რამდენიმე კვლევამ, მათ შორის, PMC-ში გამოქვეყნებულმა სამეცნიერო მიმოხილვამ, დაადასტურა, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი პროსტატის კიბოს გამოვლენაში მიკრო-ულტრაბგერის სიზუსტე МРТ-ს მეთოდს მიუახლოვდა, ზოგ შემთხვევაში კი გადააჭარბა კიდეც.

ეს ტექნოლოგია საქართველოში, კავკასიასა და შავი ზღვის მთელ რეგიონში მხოლოდ ერთ კლინიკაში, “ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრშია” ხელმისაწვდომი, სადაც გამოცდილი უროლოგი თბილისში (თუ სხვა რეგიონებში) ამ მეთოდით ატარებს გამოკვლევას.

მიკრო-ულტრაბგერის პრაქტიკული უპირატესობა მხოლოდ გამოსახულების სიზუსტე არ არის. ტექნოლოგია იმავდროულად ბიოფსიის ზუსტ წარმართვასაც ემსახურება.

ადრეული გამოვლენა ზოგ შემთხვევაში ნიშნავს, რომ პაციენტს ქირურგიული ჩარევა საერთოდ არ დასჭირდება. Focal One, ანუ ფოკალური HIFU თერაპია, სიმსივნის კერებს ანადგურებს მაღალინტენსიური ფოკუსირებული ულტრაბგერით. პროსტატა ხელუხლებელი რჩება. ოპერაციის შედეგად ყველაზე ხშირად გამოწვეული ორი გართულება – იმპოტენცია და შარდის შეუკავებლობა, ამ მეთოდით მინიმუმამდეა დაყვანილი. პაციენტი კი კლინიკას იმავე დღეს ტოვებს.

ეს ტექნოლოგია FDA-სგან (ამერიკის სამედიცინო პრეპარატებისა და სურსათის კონტროლის სააგენტო) დამტკიცებულია. ევროპის წამყვანი კლინიკები მას ათ წელზე მეტია, იყენებენ. ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა Focal One ტექნოლოგია რეგიონში პირველმა შემოიტანა და დღეს ის ამ მეთოდის ერთადერთი მიმწოდებელია რეგიონში.

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის სკრინინგის პაკეტი მიკრო-ულტრაბგერა 29 MHz  ხელმისაწვდომია თბილისის ორ ფილიალში, ასევე ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ვიზიტის დაჯავშნა პაციენტს ონლაინ, krc.ge-ზე ან ნომერზე 0322 23 40 23 შეუძლია.