„მეტროპოლი“ 2025 წლის უძრავი ქონების გამოფენაზე უნიკალური, გამოცდილებაზე დაფუძნებული კონცეფციით წარსდგა და „დამთვალიერებლის რჩეული დეველოპერული პროექტის“ ჯილდოს მფლობელიც გახდა.

უძრავი ქონების გამოფენა ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) თანაორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიებაში 50-მდე დეველოპერული კომპანია მონაწილეობდა.

“მეტროპოლი" კულინარიული შოუ „მასტერშეფის“ გენერალური სპონსორია და სწორედ ამ ნარატივმა გამოფენის სივრცეზეც გადმოინაცვლა. სამზარეულოს თემატიკის სტენდმა, სადაც შეფი დიმიტრი რჩეულიშვილი უმასპინძლდებოდა დამთავლიერებლებს ერთ მნიშვნელოვან იდეას გაუსვა ხაზი: სახლია სწორედ ის ადგილი, სადაც ჩანაფიქრები იბადება და იწყება მოქმედება მათ ასასრულებლად. ამიტომაა ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი „ჩაიფიქრე და იმოქმედე“



კომპანიაში აღნიშნავენ:

„საინტერესო გამოცდილებაა გამოფენის დროს სამზარეულოში მოხვდე, ცნობილი შეფის კანაპე დააგემოვნო და ამავდროულად გაეცნო მეტროპოლის ბრენდს, მის ხედვასა და იდეებს. ჩვენთვის ეს იყო შესაძლებლობა შეგვექმნა ისეთი ატმოსფერო, სადაც ადამიანი საკუთარ მომავალ სახლს და მომავალ ცხოვრებას წარმოიდგენდა.“

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე:

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ სტუმრებს თავი ეგრძნოთ სახლში. ისეთ სახლში, რომელიც ჩაიფიქრეს. სწორედ ამიტომ შევქმენით სივრცე, სადაც ადამიანები თავდაპირველად ემოციას იღებდნენ და შემდეგ გადადიოდნენ კონკრეტულ ინფორმაციაზე — პროექტებზე, შეთავაზებებზე, პირობებზე.

ეს ჯილდო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მას დამთვალიერებელი ირჩევს — ადამიანები, ვინც რეალურად გეგმავს მომავალ ცხოვრებასა და უძრავ ქონებაში ინვესტიციებს.


გამოფენის ფარგლებში „მეტროპოლმა“ თბილისსა და ბათუმში მიმდინარე 7 პროექტი წარმოადგინა. სტუმრებს კი სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილი განსაკუთრებული შეთავაზება დახვდათ — ბათუმსა და  თბილისში ბინის შეძენის შემთხვევაში, კურორტ მანგლისში მიწის ნაკვეთი საჩუქრად.






მეტროპოლი არის ბრენდი, რომელიც ქმნის მომხმარებელზე მორგებულ, განსაკუთრებულ გარემოს, სადაც ადამიანების სურვილები გათვალისწინებულია და მათი ჩანაფიქრები რეალობად იქცევა.

მეტროპოლი - სახლი რომელიც ჩაიფიქრე!