5 დეკემბერს კომპანია m² უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიებას გამართავს და მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში განთავსებულ ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარუდგენს. ეს იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობა მათთვის, ვინც ახალი სახლის შეძენას გეგმავს, - ექვსი ახალი პროექტი, ექვსი განსხვავებული ლოკაცია და ექსკლუზიური პირობები ერთ სივრცეში.

ღონისძიებაზე, რომელიც "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გაიმართება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველებმა აღმოაჩინონ m²-ის ახალი პროექტები, გაეცნონ მათ კონცეფციებს, მდებარეობას, არქიტექტურულ გადაწყვეტებსა და ძირითად უპირატესობებს, პირადად შეხვდნენ გაყიდვების მენეჯერებს, გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები და დარეგისტრირდნენ მომლოდინეთა სიაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის განსაკუთრებული უპირატესობაა, რომელსაც მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია მომხმარებლებს ანიჭებს. რეგისტრირებულ პირებს 19 და 20 დეკემბერს ექნებათ შესაძლებლობა, პრიორიტეტულად შეარჩიონ და შეიძინონ სასურველი ბინა პროექტის საწყისი, ყველაზე დაბალი ფასით. ეს ნიშნავს, რომ რეგისტრირებული მომხმარებლები არა მხოლოდ სხვებზე ადრე შეძლებენ სასურველი ბინის არჩევას, არამედ ისარგებლებენ ექსკლუზიური ფასით, რომელიც პროექტის საწყის ეტაპზე იქნება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია ახალი სახლის შეძენის მსურველთათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

პროექტების პრეზენტაციასთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს მუსიკალური პროგრამა, გათამაშება და ფურშეტიც ელოდებათ.

ექვსი ახალი პროექტის წარდგენით m² საცხოვრებელი უძრავი ქონების შეთავაზებას მნიშვნელოვნად აფართოებს და მომხმარებლებს თბილისის ექვს სხვადასხვა უბანში (საბურთალოზე, დიდ დიღომში, გლდანში, მუხიანში, ვარკეთილსა და სანზონაში) ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. აღნიშნულ პროექტებში სახლს მთელი უბანი მოჰყვება: გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეები; სპორტული და პადელის მოედნები, საბავშვო ზონები, აუზები, სპორტული დარბაზები, კომერციული ობიექტები და მრავალი სხვა, რაც მცხოვრებლების ყოველდღიურობას საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის და ადამიანები შეძლებენ, იცხოვრონ საკუთარი, განუმეორებელი ცხოვრებით.

პროექტების მრავალფეროვნება ეხმიანება ბრენდის ახალ კამპანიას „იცხოვრე შენი განუმეორებელი ცხოვრებით“. ადამიანებს განსხვავებული სურვილები, პრიორიტეტები და ცხოვრების სტილი აქვთ, ამიტომ საცხოვრებელი გარემოს შერჩევისას მათთვის განსხვავებული ფაქტორებია მნიშვნელოვანი - ადგილმდებარეობა, სივრცის დაგეგმარება, გარემო თუ ყოველდღიური საჭიროებები. სწორედ ამ განსხვავებული მოთხოვნების გათვალისწინებით, m² მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ეს არის შესაძლებლობა, პირველებმა მიიღოთ ინფორმაცია m²-ის ექვსი ახალი პროექტის შესახებ, შეადაროთ მათი უპირატესობები, მიიღოთ ინდივიდუალური კონსულტაცია და მომლოდინეთა სიაში რეგისტრაციით მოიპოვოთ პრიორიტეტი სასურველი ბინის შესარჩევად. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, თქვენი ახალი სახლის არჩევა დაიწყოთ პირველებმა და ისარგებლოთ უპრეცედენტოდ დაბალი საწყისი ფასებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით.

ღონისძიების დეტალები:

* თარიღი: 5 დეკემბერი

* მისამართი: ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი, ა. წერეთლის გამზირი №118

* 17:00 - სტუმრების მიღება

* 17:30 -m²-ის ექვსი ახალი პროექტის პრეზენტაცია

* 18:00 -ინდივიდუალური კონსულტაციები და მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია

* ⁠19:00- გათამაშება

* 20:00 მუსიკალური პროგრამა და ფურშეტი