ელექტრომობილები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ეკოლოგიური სარგებელი, შემცირებული ხარჯები საწვავსა და სერვისზე აშკარა უპირატესობაა, თუმცა გამოწვევად რჩება ელექტრიფიცირებული ავტომობილების ნარჩენი ღირებულება - ელექტრომობილის ფასი, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, წლებთან ერთად, უფრო სწრაფად მცირდება.

„პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებლს მის ინტერესზე მორგებულ გადაწყვეტილებას სთავაზობს. 1 დეკემბრიდან პორშეს ელექტრფიცირებული მოდელები კონკრეტული პირობებით გაიყიდება. კომპანია მომხმარებელს ხელშეკრულების საფუძველზე განუმარტავს, რა ფიქსირებულ ფასად ჩაიბარებს მის ელექტრომობილს წლების შემდეგ.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: მომხმარებელთან ურთიერთობის მთავარი ღირებულება „პორშე ცენტრი თბილისისთვის“ ნდობა და გამჭირვალობაა. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება,ელექტრომობილების ღირებულების დაკარგვის საფრთხე მინიმუმამდე შეგვემცირებინა. შედგად, მომხმარებლის ინვესტიცია არა მხოლოდ ბევრად დაცული, არამედ უფრო მოგებიანი ხდება, ვიდრე აქამდე იყო.

პორშეს მოყვარულებს უკვე შეუძლიათ, ახალი პირობებით ისარგებლონ - ჩვენთან ელექტომოდელების ნარჩენი ღირებულება ბენზინისძრავიანი პორშეს ნარჩენ ღირებულებას უტოლდება, რაც შესყიდვის პროცესშივე დოკუმენტურად ხდება გარანტირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომფლობელი წინასწარ არის საქმის კურსში, რა თანხას იხდის და როგორი იქნება მისი ელექტრომობილის ფასი მომდევნო წლებში. მივყვებით ჩვენს საკომუნიკაციო სტრატეგიას, რაც მომხმარებელთან არა ერთჯერადი, არამედ პარტნიორული კავშირის დამყარებას გულისხმობს“.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ორი სხვადასხვა ტიპის მოდელის ნარჩენი ღირებულება, „პორშე ცენტრი თბილისის“ მომხმარებელისთვის, თანაბარი ხდება. მომხმარებელი ინფორმირებულია ყველა მოსალოდნელ შედეგზე. ამასთანავე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიის დაპირებახელშეკრულებით არის დაცული.

ელექტრომობილების ინდუსტრია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ტექნოლოგიურად განვითარებადი სფეროა. მცირდება დატენის დრო და იზრდება ერთი დამუხტვით გავლის მანძილი, იხვეწება და უმჯობესდება როგორც უსაფრთხოების, ისე ენერგოეფექტურობის სისტემები. სწრაფად განახლებადი მოდელების ბაზარზე გამოჩენისთანავე ძველი ვერსიების ფასი ბუნებრივად იკლებს. ელექტრომობილებისგან განსხვავებით, ბენზინისძრავიანი ავტომობილების შემთხვევაში მკვეთრი პროგრესის ფაზა ფაქტობრივად დასრულებულია, გაუმჯობესების პროცესი - ნელი, ღირებულება კი ბევრად სტაბილურია.

„პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი ინიციტივით ელექტრომობლების შეძენა გაცილებით უსაფრთხო ხდება, დაცული და გარანტირებულია მომხმარებლის ინტერესები. ეს შეთავაზება მომხმარებელთან ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობისგაგრძელებაა, რაც საბოლოოდ კომპანიის მთავარ მიზანს - ავტომობილის ფლობის გამარტივებას ემსახურება.

--

თეგეტა ჰოლდინგისერთ-ერთ მიმართულებაში,Tegeta Cars-ში შემავალი კომპანია პორშე ცენტრითბილისი ქართულ ბაზარზე 2010 წლიდანოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულსადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობააქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორისდახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელისაკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლისჩამოყვანასაცპორშე ცენტრი თბილისიუზრუნველყოფს.