კომპანია გრანთ თორნთონმა და პროკრედიტ ბანკმა, ევროპულმა ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით გამართეს ერთობლივი ღონისძიება - ფინანსებიბიზნესის განვითარებისთვის - გამოწვევები დაშესაძლებლობები.
აღნიშნული ინიციატივის მიზანი იყო შეექმნადისკუსიისა და თანამშრომლობის სივრცე ბიზნესის, საბანკო სექტორის, ინვესტორებსა და პროფესიულისერვისების მიმწოდებლებს შორის — იმისგასაზიარებლად, რა გამოწვევებს აწყდებიანკომპანიები დამატებითი ფინანსების მოზიდვისას, როგორია მათი რეალური საჭიროებები და რა ტიპისფინანსური თუ ინსტიტუციური მზადყოფნაააუცილებელი, რათა ბიზნესი აღიქმებოდეს სანდოპარტნიორად როგორც ბანკების, ისე ინვესტორებისთვალში.
ზურა მურაკაშვილმა, პროკრედიტ ბანკის ბიზნესისგანვითარების განყოფილების წარმომადგენელმა, ისაუბრა საკრედიტო ბაზარზე არსებულ ტენდენციებზედა გამოწვევებზე no, რომლებსაც ბანკი ხედავს მცირედა საშუალო ბიზნესის მხრიდან. ასევე, განიხილა ისსირთულეები, რომლებსაც ბიზნესები აწყდებიან, როგორც სესხის მიღებისას, ისე მიღების შემდეგ, როგორია მათი მზაობა, ტიპური პრობლემები დაშესაბამისი ეფექტიანი გადაწყვეტილებები ფინანსურურთიერთობებში.
გრანთ თორნთონის მხრიდან პრეზენტაციებითწარდგნენ: მაგდა ელისაშვილი - გრანთ თორნთონისბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებებისდეპარტამენტის დირექტორი, ხატია გიორგობიანი - ბიზნეს საკონსულტაციო განყოფილების მენეჯერი დანინა კობახიძე - ბიზნესის განვითარების მენეჯერი. გრანთ თორნთონის წარმომადგენლებმა ისაუბრესკომპანიების ფინანსური და ინსტიტუციური მზაობის, მენეჯმენტისა და სისტემური განვითარების იმმნიშვნელოვანი ფაქტორების შესახებ, რომელიცგავლენას ახდენს როგორც კომპანიის საქმიანობაზე, ისე საფინანსო ინსტიტუტებისა და ბანკისთვის ქმნისსანდოობის წინაპირობას.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელურიდისკუსია, რომლის დროსაც განხილულ იქნა ქართულიბიზნესების ფინანსური მზაობა, ბანკებისა დაინვესტორების მოლოდინები, ბიზნესების ტიპურიშეცდომები დაფინანსების პროცესში და ის სისტემურიცვლილებები, რაც საჭიროა ბიზნესისგასაუმჯობესებლად.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას ღებულობდნენ: პაატა შურღაია - გრანთ თორნთონის მმართველიპარტნიორი; გელა ბაქრაძე - პროკრედიტ ბანკის,მცირე ბიზნესის განვითარების უფროსი; ოთარ ანთია - მწვანე ეკონომიკის ექსპერტი, ინვესტორთასაბჭოს სამდივნო; გიორგი წიკლაური - იბერია ბიზნესჯგუფი, ფინანსური დირექტორი;
ღონისძიება ესწრებოდნენ კერძო სექტორის, მცირე დასაშუალო ზომის კომპანიების წარმომადგენლები.
მსგავსი ერთობლივი ინიციატივები ძალიანმნიშვნელოვანია ბიზნესის მდგარდიგანვითარებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესისსექტორის განვითარებისთვის, რაც თავის მხრივაისახება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
გრანთ თორნთონ
გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანიდამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციოკომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონისწევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიანდინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარებისპოტენციალის გამოვლენაში. გრანთ თორნთონის გუნდისწევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურადიყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიებისწინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათპრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 73,000-მდეთანამშრომელი, 150-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა დასაზოგადოებისათვის.
გრანთ თორნთონი აღნიშნავს ბრენდს, რომლის სახელითაცგრანთ თორნთონის წევრი ფირმები თავიანთ კლიენტებსუწევენ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციომომსახურებებს და/ან აღნიშნავს ერთ, ან მეტ წევრ ფირმას, კონტექსტიდან გამომდინარე. გრანთ თორნთონსაქართველო არის გრანთ თორნთონ ინთერნეშენალისწევრი. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრიფირმები არ წარმოადგენენ მსოფლიო მასშტაბისპარტნიორობას. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი დაყოველი წევრი ფირმა წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს. მომსახურების მიმწოდებლები არიან წევრი ფირმები. გრანთთორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არარიან აგენტები, და/ან არ გააჩნიათ ვალდებულებებიერთმანეთის წინაშე და არ არიან პასუხისმგებელნიერთმანეთის მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე.
ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA)
ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) 100-ზე მეტ ქართულ დაევროპულ კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის ხედვაა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის შეიქმნას ისეთივეგარემო, როგორიც ევროპაშია. ასოციაციის მისია შემდეგმიმართულებებს მოიცავს: საქართველოში ევროპულიბიზნესის ადვოკატირება-ლობირება და საქართველოსა დაევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა.
პროკრედიტ ბანკი, საქართველო
პროკრედიტი საქართველოში 25 წელზე მეტიაოპერირებს და ბანკის ძირითადი მიმართულებამცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისხელშეწყობაა, დაფინანსების სპეციალურიპროგრამების შეთავაზებითა და პროფესიონალურიბიზნეს კონსულტაციის გაწევით.
Fitch Ratings-ის მიერ ბანკს მინიჭებული აქვსსაუკეთესო და ყველაზე მაღალი შესაძლოსაკრედიტო რეიტინგი საქართველოში “BB+”.
პროკრედიტ ბანკი საქართველო, საერთაშორისოპროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელსაც სათავეშიუდგას გერმანული პროკრედიტ ჰოლდინგი - 100%-იანი წილის მფლობელი.