საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-ის დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ვალერი ჩეხერიას აზრით, ევროკავშირის წევრობა საქართველოს განვითარების ერთადერთი გზაა.
ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანტიდემოკრატიული კანონების გამო, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას შეეხებოდა.
„ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის გზა, საითკენაც საქართველო ამდენი ხანი მიდიოდა და რისთვისაც იბრძოდა“, - აღნიშნა მან.
„რამე კანონი ღირს იმად, რომ საქართველომ უვიზო რეჟიმი დაკარგოს?“ – „არაფერი ღირს, რასაკვირველია“, - ასე უპასუხა მან გადაცემის წამყვანის კითხვას და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირი არის ის ნათელი წერტილი, სადაც საქართველო უნდა მივიდეს და ამისთვის ყველამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს.
„ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მე და ჩემი კოლეგებმა გავაკეთეთ, მიმართული იყო იქითკენ, რომ დაგვენახვებინა ევროპისთვის, რომ ჩვენც მათი წევრი ვარ... ეს გზა უნდა გაგრძელდეს. ევროპას უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპა, რომ ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენი მომავალი არის ევროპაში. ყველა უნდა ჩაერთოს ამ ფერხულში... დღეს, სადაც ვართ ტურიზმის სექტორში - სერვისის რა დონეც ვაჩვენეთ, რა პროდუქტებიც შევქმენით, სასტუმროების ქსელები, რაც შემოვიდა, სწორედ იმ პერსპექტივით შემოვიდა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ამას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.