პირველი, 100%-ით ნატურალური ენერგეტიკული სასმელი „ენერგია ბორჯომისგან“, ბაზარზე გამოჩენიდან მოკლე დროში, საერთაშორისო დაჯილდოების - World Beverage Innovation Awards 2026-ის გამარჯვებულია. გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში, BrauBeviale-ის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გამართულ დაჯილდოებაზე „ბორჯომის“ ინოვაციურმა პროდუქტმა Best Energy Beverage კატეგორიაში გაიმარჯვა და წლის საუკეთესო ენერგეტიკულ სასმელად დასახელდა.

World Beverage Innovation Awards საერთაშორისო კონკურსია, რომელსაც FoodBev Media ყოველწლიურად ატარებს. კონკურსი სასმელებისა და კვების ინდუსტრიაში გამორჩეულ ინოვაციურ პროდუქტებს სხვადასხვა კატეგორიაში ავლენს. დაჯილდოება აერთიანებს მსოფლიოს წამყვან კომპანიებსა და დარგის პროფესიონალებს, ვისაც ახალი პროდუქტების შექმნასა და ამ ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

2026 წლის დაჯილდოებაზე 29 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ჟიურიმ სხვადასხვა კატეგორიაში 25 გამარჯვებული, 48 ფინალისტი და სპეციალური ჯილდოს მფლობელი 72 პროდუქტი გამოავლინა. წლევანდელი შედეგი ნათლად ასახავს სასმელების გლობალურ ინდუსტრიაში ინოვაციური იდეებისა და მიღწევების მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით საამაყოა, რომ „ენერგია ბორჯომისგან“ იმ ინოვაციურ პროდუქტებს შორის დასახელდა, რომლებმაც ინდუსტრიის პროფესიონალების საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს.

  „ენერგია ბორჯომისგან” ენერგეტიკული სასმელის სრულიად განსხვავებული და რაც მთავარია 100%-ით ნატურალური ალტერნატივაა. პროდუქტი ამტკიცებს, რომ ენერგეტიკული სასმელიც შეიძლება იყოს ერთდროულად ნატურალური და ეფექტური, თუ ის „ბორჯომის“ მინერალური წყლით და ნატურალური ინგრედიენტებით არის შექმნილი. პროდუქტის საერთაშორისო წარმატება, „ბორჯომის” ინოვაციური პორტფელის განვითარების კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ეტაპია და ხაზს უსვამს ბრენდის შესაძლებლობებს, რომ უნიკალური მინერალური წყლით და თანამედროვე მიდგომებით მომავალშიც შექმნას ახალი, ინოვაციური პროდუქტები.