მიკრობანკი ემბისი საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსის - BARTA 2025-ის გამარჯვებული ზედიზედ მეხუთედ გახდა. კომპანიამ საპატიო ჯილდო მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების კატეგორიაში მოიპოვა.
BARTA-ს დაჯილდოების ცერემონია წელს მეშვიდედ გაიმართა. პროექტის მიზანი კორპორაციული ანგარიშგების გამჭვირვალობისა და მდგრადი განვითარების სტანდარტების დანერგვაა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
გია პეტრიაშვილი, მიკრობანკი ემბისის გენერალური დირექტორი:
„ზედიზედ მეხუთედ Barta-ს ჯილდოს მოპოვება დასტურია იმისა, რომ გამჭვირვალობა ჩვენთვის არაფორმალობა, არამედ გააზრებული არჩევანია და ემბისის მაღალ რეპუტაციასა და გრძელვადიან, მდგრად წარმატებას განსაზღვრავს.
დაარსების დღიდან ემბისის უცვლელი პრიორიტეტი სანდოობა და გამჭვირვალობაა. ჩვენი ანგარიშგება კი საზოგადოებასა და ინვესტორებს აძლევს სრულ სურათს იმის შესახებ თუ როგორ მართავს კომპანია რისკებს, როგორია მისი მომავლის ხედვა და პასუხისმგებლობა გარემოსა თუ საზოგადოების წინაშე.
ეს აღიარება დამატებითი მოტივაციაა ემბისისთვის, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ნდობა ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებში, რაც 2024 წელს მიკრობანკის ლიცენზიის მიღებასთან ერთად, ემბისის მომავალი განვითარების სტრატეგიულ ქვაკუთხედად რჩება.“